LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ურთიერთობა აქვს ნინი ბადურაშვილს საშკა იოსელიანთან – „მეორე ოჯახის შექმნისთვის მზად არ ვარ…“

101

ნინი ბადურაშვილი „ფორტუნა პლუსის“ ეთერში გიგა ბატკუაშვილის გადაცემის სტუმარი გახლდათ. „სტუმრად გიგასთან“ ნინიმ წამყვანის შეკითხვებს უპასუხა ყველა საინტერესო თემის შესახებ.

მომღერალმა, პირველ რიგში, ისაუბრა თბილისობასთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟზე: „ამის შესახებ სტატუსიც დავწერე, თბილისობის გალაკონცერტების კონცერტებზე 5-6- წელი არც მე მიმიღია მონაწილეობა. ეს იყო მაშინდელი ორგანიზატორების აზრი. მიუხედავად იმისა, რომ მეც მინდოდა და ჩემს გოგოებსაც, არასდროს დამიწერია ამის შესახებ სტატუსი. ჩვენი კოლეგები პირადად მე არ მგულისხმობდნენ, მაგრამ „ნაფტალინი გამოათრიესო“, რომ წერ, მაინც მე მეხება, რადგან მეც ვმონაწილეობ კონცერტში. არ მესიამოვნა, მაგრამ შეჩვეული ვარ და არაფერი მიკვირს ამ ცხოვრებაში. მე, მაგალითად, ძალიან მინდოდა რამდენიმე სიმღერის მოსმენა თბილისობაზე, მაგრამ არ იყო და მე ამას არც არავინ მეკითხება. უცნაური იყო ჩემი კოლეგების უკმაყოფილება“.

12179774_1055628924477517_201043686_n

ნინიმ ისიც აღნიშნა, რომ თავად ცდილობს, არ აწყენინოს კოლეგებს და ზოგადად, არ არის კონფლიქტური ადამიანი. „შესაძლოა, შემდეგ თბილისობაზე ფორმატში სხვა ჩაჯდეს და მე არ ვიყო, მაგრამ თავი უნდა შეიკავო. თუ ხვდები, რომ რაღაცნაირად იბლოკები, მაშინ შეიძლება. ყველამ კარგად იცის, რომ წინა მთავრობის დროს, ვინც მწვავე  პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა, თავისივე ნებით, მთავრობა აღარ იწვევდა მათ კონცერტებზე. მე არასდროს გამოვსულვარ მწვავე პოლიტიკური განცხადებებით. რაც შეეხება „ევროვიზიის“ სიმღერას, ეს იყო პროექტი და გამოვიდა, რომ სახელმწიფო პროექტი დაგვერქვა. მე შევარდნაძის დროსაც ვმღეროდი. არც ერთ მთავრობას არ მოვუყვანივარ სცენაზე. საერთოდ, კომუნიზმის დროს დავიბადე (იღიმის). გამსახურდიაც მახსოვს, შევარდნაძეც, ძალიან პატარა ასაკიდან ვმღერი… მთავრობები შეიცვლება და ჩვენ რა ვქნათ? ჩვენდა უნებურად გვრევენ ამ სიბინძურეში. სულ საუბრობენ, იმის მომღერალი ხარ და ამის მომღერალი. მე მე ვარ და არავის „გავუქაჩივარ“. ზოგჯერ მწერენ, მიშას ფავორიტი ხარო. ახლა უკვე ვეღარ გაიგეს, ახლანდელ კონცერტებზეც რომ გამოვდივარ, მაშინ როგორ არის მიშას ფავორიტიო…“ – აღნიშნა მომღერალმა.

12180042_1055628921144184_1873202382_n

ნინიმ ისაუბრა იმის შესახებ, რომ დედასთან, ეკა კახიანთან ერთად, წამოიწყო მცირე ბიზნესი, საბავშვო სტუდია გახსნეს, სადაც დედასთან ერთად სიმღერას ასწავლის პატარებს. ნინი მალე ახალ სიმღერასაც შემოგვთავაზებს.

მომღერალს ასევე ჰკითხეს პირად ცხოვრებაზეც და გავრცელებულ ჭორზე, რომ საშკა იოსელიანთან აქვს ურთიერთობა. „საშკა არის მხოლოდ მეგობარი. ფოტო გვაქვს ერთად და როგორც ბახვა ბრეგვაძეზე გავრცელდა ჭორი, ასევე აგორდა საშკაზეც. არაფერი საინტერესო, მივეჩვიე, რომ ასე იქნება ხშირად.

ერთს ვიტყვი, რომ ჯერჯერობით სერიოზულს არაფერს ვაპირებ, რადგან არ ვარ მზად მეორე ოჯახის შექმნისთვის. ოჯახის შექმნა ზოგადად დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ პირველ შემთხვევაში არ გამიმართლა. მეორედ თუ შევქმნი ოჯახს, მინდა, რომ აღარ დაინგრეს, რადგან ძალიან არ მომწონს ამ მხრივ კატასტროფული სტატისტიკა. საშინელებაა, რომ ყველას ოჯახი ინგრევა და მეორედ მაინც გავთხოვდე ისე, რომ ჩემი ოჯახი აღარ დაიშალოს. ძალიან დიდიხანს მომიწევს ამაზე ფიქრი და გაანალიზება. აღარ ვარ ისეთ ასაკში, რომ  უაზრო ნაბიჯები გადავდგა. მარტო ვარ და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ბევრი ახალი იდეა მაქვს, სკოლას ვაკეთებ, დავდივარ ბოქსზე…“

12180174_1055628917810851_1993226419_n

კითხვაზე აქვს თუ არა ყოფილ მეუღლესთან რაიმე სახის ურთიერთობა, ნინიმ ასეთი პასუხი გასცა: „არა, მხოლოდ ბავშვთან დაკავშირებით“.

როგორ ხვდება ჭორებს ნინი ბადურაშვილი, ამაზე მომღერალმა საკმაოდ ვრცლად უპასუხა: „ჭორს გააჩნია. ყველაზე ძალიან მტკივნეული იყო, თუკი ბავშვს ეხებოდა. ოჯახურ ამბებზე ძალიან არ მსიამოვნებდა. დანარჩენი კი, ვიღაცასთან ერთად გავიარე და გავსუქდი თუ გავხდი, ამაზე მწვავე რეაქცია არ უნდა გქონდეს. როდესაც ოჯახს ეხება და რომ განიხილავდნენ, ვისია ბავშვიო, რა ვისია?.. ამას ვკითხულობდი და სულ მხვდებოდა ეს სტატიები. ვისია ბავშვი, ამისი თუ „შავლეგოსიაო“ (იღიმის)? ამაზე ნამდვილად, არ მოვიტყუები, რომ მქონდა რეაქცია. მაგრამ ზოგადად, რაც შეეხება ჭორებს, რადგან ლაპარაკობენ, ე.ი. საინტერესო ხარ…“

12181916_10206750895144077_1813329128_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები