LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვქნათ თუ ბავშვს ჭარბი წონა აქვს?

1473

ჭარბწონიანი ბავშვი ყოველთვის ნაკლებად აქტიურია და ხშირად უფუჭდება განწყობა, დაბალი თვითშეფასებით დათრგუნული კი, ერიდება თანატოლებთან ურთიერთობას, ამიტომ კარგი იქნება თუ საკუთარ შვილს „დათვურ სამსახურს“ არ გაუწევთ და ტკბილეულით განებივრების ნაცვლად მის ჯანსაღ ცხოვრებაზე იზრუნებთ.

* როდის იწყება არაჯანსაღი სიმსუქნე – ბავშვის სიმსუქნე ხშირად ჩანასახის მდგომარეობაში ვითარდება, ამიტომ ფეხმძიმე ქალმა მკაცრად უნდა აკონტროლოს საკუთარი წონა განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში. ბავშვის სიმსუქნის განვითარების კიდევ ერთი სარისკო პერიოდი – ძუძუთი კვებაა ერთ წლამდე, რადგან სწორედ ამ დროს მრავლდება ცხიმის უჯრედები, რომლებიც აქტიურად აგროვებენ ცხიმს. უაღრესად მნიშვნელოვანია ბავშვის წონის კონტროლი, რათა თავიდან აირიდოთ გადაჭარბებული კვება, რადგან წინააღდეგ შემთხვევაში პატარას ჩვევად ექცევა უარყოფითი ემოციების, მოწყენილობისა და დისკომფორტის დროს საკვების გაუაზრებლად მიღება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ბავშვის კვება 5-იდან 7 წლამდე, რადგან ჩვეულებრივ ბავშვები სწორედ ამ ასაკში იწყებენ სკოლაში სიარულს, რაც საკმაოდ სერიოზული სტრესია, მუდმივი სტრესი კი, ორგანიზმში ცხიმის ჭარბად განვითარებას უწყობს ხელს.

მესამე პერიოდი 12-იდან 18 წლამდე გრძელდება, რადგან სწორედ ამ პერიოდში იწყება ორგანიზმის ჰორმონალური გარდაქმნა და აქტიურ მუშაობას იწყებენ სასქესო ჯირკვლები.

* რა ვქნათ თუ ბავშვმა წონაში მოიმატა? – ჭარბი წონის მომატებას პირველ რიგში ჰიპოდინამია – მოძრაობის დაბალი აქტიურობა იწვევს. არანაკლებ სახიფათოა რეგულარული კვების რეჟიმის დარღვევა და თავად საკვების ხარისხი. თუ თქვენი შვილი არასდროს აცდენს ფიზკულტურის გაკვეთილებს და სპორტითაა გატაცებული, რეგულარულად ვარჯიშობს და სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდება – მაშინ ის აქტივობის აუცილებელ მინიმუმს ასრულებს.

მშობლებმა საკუთარი მაგალითით უნდა ასწავლონ ბავშვს სწორად კვება და აქტიურად ცხოვრება, აუცილებლად უნდა იზრუნონ მასზე და გაუწიონ ფსიქოლოგიური დახმარება. იმ შემთხვევაში კი, თუ სიმსუქნე შემაწუხებელია, დაუყონებლივ მიმართეთ სპეციალისტს.

არავითარ შემთხვევაში არ აიძულოთ ბავშვი იშიმშილოს, არ მიმართოთ „საოცარ, მოდურ, საავტორო“ და სხვა სახიფათო დიეტებს, რადგან სპეციალური კვების რეჟიმის შერჩევა მხოლოდ დიეტოლოგს შეუძლია.

* რეგულარული კვება – საუზმე და სადილი – კვების რეჟიმის მთავარი შემადგენელია, ამიტომ  მომზადებას და პროდუქტის არჩევას ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ, ვახშამი კი, მსუბუქი უნდა იყოს, რომლის მირთმევა სულ მცირე დაძინებამდე ორი საათით ადრე შეიძლება.  

* საუზმე – საუზმეზე ბავშვს თავისუფლად შეუძლია მიირთვას ფაფა, მთელმარცვლოვანი პური, კვერცხი და რძის პრობუქტი, ხილი, კენკრა და ბოსტნეული. იმ შემთხვევაში კი, თუ ბავშვს სიმსუქნისკენ აქვს მიდრეკილება, ამოუიღეთ რაციონიდან ტკბილი მიუსლი რძითა და ფანტელით, „სწრაფი მომზადების“ ფაფები, ერბოზელილი ცომით გამომცხვარი ფუნთუშა და თეთრი პური, ორცხობილა და სხვა ტკბილეული, შოკოლადისა და თხილის პასტა, ძეხვი და სოსისი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები