LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვქნათ თუ ერთი შვილი მეორეზე მეტად გვიყვარს

86

საკმაოდ მტკივნეულია აღიარება, რომ ერთი შვილი მეორეზე მეტად გვიყვარს, თუმცა, კარგად ვიცით, რომ ყველას ერთნაირად სიყვარული შეუძლებელია. რა თქმა უნდა, საჭიროა სიტუაციაში გარკვევა, თუმცა არ ღირს საკუთარი თავის ან ბავშვების დადანაშაულება, უკეთესია გაერკვიოთ საკუთარ გრძნობებში, მოძებნოთ მიზეზი და იმუშაოთ საკუთარ თავზე.

ჩვეულებრივ, ბავშვის ნაკლებად სიყვარულის მიზეზია:

* მისი მსგავსება იმ ნათესავებთან, რომლებიც არ გესიმპათიურებათ.

* რთული და პრობლემური ხასიათი.

* თქვენგან მემკვიდრეობით მიღებული ის თვისებები, რომლებიც ძალიან არ მოგწონთ საკუთარ თავში.

* ბავშვის უკუნებელი სენი.

მიზეზებზე მუშაობა:

* გააცნობიერეთ, რომ ბავშვი არაა დამნაშავე, როგორ გამოიყურება, ვის ჰგავს და რა ტემპერამენტი აქვს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვი თქვენთვის არასასიამოვნო ნათესავს ჰგავს, არასდროს აგრძნობინოთ უკმაყოფილება, მით უფრო, რომ ის აბსოლუტურად სხვა ადამიანია.

* ბავშვი ვერასდროს იქნება მშობლების ზუსტი ასლი და კარგიცაა, რომ თითოეულ მათგანს თქვენგან განსხვავებული, უნიკალური თვისება აქვს.

* ახალშობილის უსაზღვრო სიყვარული და აგრესია უფროსის მიმართ – ხშირად ჰორმონების ცვლილების ბრალია და შესაძლოა დროებითი მოვლენაც იყოს.

* თუ ბავშვი იმ თვისებებს მიაგენით, რაც ძალიან არ მოგწონთ საკუთარ თავში, უკეთესია ფსიქოლოგს მიაკითხოთ და საკუთარი თვითშეფასების ამაღლებაზე იმუშავოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები