LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ზიანი შეიძლება მიაყენოთ ორგანიზმს ცილოვანი დიეტით?

364

არსებობს მითი, თითქოს დიეტა ნახშირწყლების გარეშე, წონის დაკლების საუკეთესო საშუალებაა. საინტერესოა რამდენად მართებულია მსგავსი მოსაზრება?

* მითი დიეტაზე ნახშირწყლების გარეშე – რაშია ამგვარი დიეტის მიმზიდველობა? – ბევრი დარწმუნებულია, რომ თუ ნახშირწყლებს მოიკლებს, შეზღუდვების გარეშე შეუძლია მიიღოს ცილებით და ცხიმებით მდიდარი პროდუქტი, ამიტომ ყველას მოსწონს დიეტა, როცა სინდისის ქენჯნის გარეშე შეუძლება მიირთვას ძეხვი ან ხორცის მოზრდილი ნაჭერი. თუმცა, ამგვარი კვება და უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას თავისი ნეგატიური მხარეები აქვს.

* დიეტის შედეგები – ნახშირწყლების დიდი რაოდენობით ცილებით ჩაანაცვლება, კუჭში მარილმჟავის გაძლიერებულ სეკრეციას და მომატებულ მჟავიანობას იწვევს, რაც თავის მხრივ გასტრიტის და წყლულის მიზეზი ხდება. ნაწლავებში მცირდება უჯრედისი, იწყება შეკრულობა და ორგანიზმის მოწამვლა. კუჭის შემდეგ ზარალდება ღვიძლი, რომელიც ცილის დაშლის შდეგად დიდი რაოდენობით წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების წყალობით კოლოსალურ ზეწოლას განიცდის. ფინალურ შეტევას თირკმელები განიცდის, რომელიც ვერ ახერხებს ორგანიზმის ზედმეტი ამინომჟავებისგან გაწმენდას. შედეგად ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, ირღვევა ორგანიზმის ნორმალური მუშაობა და ზიანდება თითქმის ყველა სასიცოცხლო ორგანო.

* ნახშირწყლები – ყველამ, ვისაც წონაში დაკლება სურს, უნდა იცოდეს, რომ ნახშირწყლები აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუმცა, არსებობს სასარგებლო ნახშირწყლები, რომელთა მიღება აუცილებელია და მავნებელი, რომლებიც საერთოდ უნდა ამოვიღოთ რაციონიდან.  უსარგებლო ანუ „სწრაფი“ ნახშირწყლების ჯგუფს შაქარი და შოკოლადი, ტკბილეული, საკონდიტრო ნაწარმი და გაზიანი სასმელი მიეკუთვნება, ნახშირწყლების მეორე და შედარებით „ნელ“ ჯგუფს თაფლი, ხილი და ხილის წვენი, ბურღულეული, პურეული და მაკარონი მიეკუთვნება – სწორედ ეს პროდუქტია აუცილებელი დაბალანსებული კვებისთვის, რადგან მხოლოდ მათ შეუძლიათ ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინებითა და მინერალებით მომარაგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები