LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი უკვე გასაჯაროვდა” – დაიხურება თუ არა სასამართლო სხდომები

77

დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებული ბრალი შეთითხნილია და ამან საპატრიარქოს იმიჯზეც უკვე იმოქმედა, ამის შესახებ „ციანიდის საქმეზე“ სასამართლო პროცესის დაწყებამდე დედა სიდონიამ განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ პროცესი საჯარო უნდა იყოს, როგორც ამას დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ითხოვს.

„რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი გასაჯაროვდა. ასე რომ, რადგან თვითონ მამა გიორგი ითხოვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ და საჯარო იყოს სხდომა, სხდომის დახურვამ შეიძლება უფრო მეტი კითხვა დატოვოს“, – განაცხადა დედა სიდონიამ.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურა მოითხოვს, საქმეზე სასამართლო განხილვები მთლიანად დაიხუროს. პროკურორ ზვიად გუბელაძის თქმით, მოსამართლის წინაშე შუამდგომლობას დააყენებს.

“ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოფილა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე საზოგადოებისთვის დაგვემალა ინფორმაცია. ამის ერთ-ერთი დასტური ისიცაა, რომ ჩვენ საჯაროდ გამოვაქვეყნეთ მტკიცებულებების უპრეცედენტო რაოდენობა. თუმცა წინასასამართლო სხდომაზე არსებობდა მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილე ადამიანებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების საკითხები, ვინაიდან გარკვეულ ნაწილზე სპეციალური ღონისძიებები ხორციელდება. ასევე საქმეში არის ბრალდებულის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართოს”, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები