LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭა-ლეჩხუმში 115 ტონა ყურძენი დაიკრიფა

80

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში 10 ოქტომბრის, 10.00 საათის მდგომარეობით, 115 ტონა ყურძენი (მუჯურეთული და ალექსანდროული) დაიკრიფა და ჩაბარდა. მოსახლეობის შემოსავლებმა 736 ათას ლარს გადააჭარბა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ამბროლაურში 9 ოქტომბერს გაიხსნა.

დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ხვანჭკარის“ ჯიშებზე ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე 1კგ-ზე გაიცემა სუბსიდიის სახით 2 ლარი. ღვინის კომპანიები მევენახეებს 1 კგ მუჯურეთულსა და ალექსანდროულში 5 ლარს უხდიან, ჯამში 1 კგ ყურძნის ფასი 7 ლარს შეადგენს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში დღეისთვის გახსნილია 6 მიმღები პუნქტი – 3 ქალაქ ამბროლაურში და დანარჩენი სოფლებში (ჭრებალო, ხვანჭკარა და ბუგეული). რაჭაში 12 ღვინის კომპანია იღებს რეგიონის ყურძნის მოსავალს. სულ დარეგისტრირებულია 25 ღვინის კომპანია, მათგან 6 ადგილობრივი, რომლებიც ეტაპობრივად ჩაერთვებიან ყურძნის მიღების პროცესში. ჯიშობრივი სიზუსტის დაცვის მიზნით, რთველის პროცესში ჩართულები არიან ამპელოგრაფები.

წინასწარი მონაცემებით, წელს რაჭაში 700-800 ტონამდე მუჯურეთულის და ალექსანდროულის მოსავალი გადამუშავდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები