LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭაში ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა

118

ამბროლაური-ჭრებალოს გზაზე, სოფელ სადმელში მომხდარი ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველის ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ბორდიურზე ავარდა, შემდეგ კი ღობეს შეეჯახა და საცხოვრებელი სახლის ეზოში შევარდნის შემდეგ კაკლის ხეს შეეჯახა. ავტომობილში მყოფი სამი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავებულია.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ზუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები