LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შეტყობოდა ეს “უბედურება და სირცხვილი” – ნათია ფანჯიკიძე საზარელ ისტორიას ყვება

70

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, სოციალურ ქსელში შემზარავ ისტორიას ჰყვება, რომელიც მის ბავშვობაში, რაჭაში მოხდა.

როგორც ის ამბობს, არასწორი შეხედულებების გამო, 17 წლის ორსულ გოგოს დედამ მუცელი აუკრა, შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და “შვილიშვილი” ჩეჩმაში დაახრჩო…

ისტორიის მაგალითზე, ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას, ძალადობას დაუპირისპირდნენ და თუ ამას საკუთარი ძალებით ვერ მოახერხებენ, სხვები დაიხმარონ.

“ბავშვობაში დამზაფრა ამ ამბავმა – რაჭაში დაფეხმძიმდა 17 წლის გოგო, დედამ მუცელი აუკრა, რომ არ შესტყობოდა ეს “უბედურება და სირცხვილი”. შემდეგ ჩეჩმაში ამშობიარა და ახალშობილი ჩეჩმაში დაახრჩვეს.

17 წლის გოგო დაიჭირეს ახალშობილის განზრახ მკვლელობისთვის. დანარჩენი წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა მთელი მისი ცხოვრება და უფლებები ბედნიერებაზე.

განდევნეთ შიში თქვენგან. საკუთარი თავის მეტს არავის და არაფერს ეკუთვნით. ძალადობას თუ არ დაუპირისპირდები, მინიმუმ ფეხებზე უნდა დაიკიდო მისი არსებობა. და თუ გრძნობ, რომ შენი საკუთარი ძალა არ კმარა სიტუაციის არსში გასარკვევად, იპოვე ვინმე, თუნდაც უცნობი და ელაპარაკე შენს პრობლემაზე” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები