LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაჭის განვითარების გეგმაზე კონკურსი გამოცხადდება

478

რაჭის სივრცით მოწყობაზე ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. ეს პრემიერის სივრცითი მოწყობის გეგმის შემადგენელი ნაწილია.

როგორც “ფორტუნას” რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავნეთის გუბერნატორმა პაპუნა მარგველიძემ განუცხადა, გეგმის ფარგლებში შეისწავლიან თუ რა შესაძლებლობები აქვს შაორის ტერიტორიას ტურისტული განხრით.

მარგველიძის თქმით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა შოვისა და უწერის მიმართულებით.

“შოვის მიმართულებით, მიმდინარეობს გზის დაგება. შესაბამისად, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ კურორტზე უფრო კომფორტულად და სწრაფად მოხვდნენ”, –

განაცხადა პაპუნა მარგველიძემ “ფორტუნასთან”.

გუბერნატორის განცხადებით, მიმდინარეობს საჩხერე – რაჭის გზის პროექტირება. გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს. მარგველიძე ვარაუდობს, რომ ამ გზის მშენებლობა წელსვე დაიწყება.

ამასთან, დაგეგმილია ლენტეხი–მესტიის მიმართულებით გზის პროექტირება. 2018 წლიდან კი ამ გზის მშენებლობასაც დაიწყება. სამუშაოების დასრულება 2020 წელს იგეგმება.

14 იანვარს ამბროლაურში აეროპორტი გაიხსნა. საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი კვირიკავშილის განცხადებით, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონში ტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ადგილობრივების დასაქმებაზე.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები