LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნას“ დაბადების დღე საზეიმოდ აღინიშნა (ფოტოგალერეა)

112

Ardaidardo.Ge

19 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც რადიო „ფორტუნა“ ეთერში გავიდა. ზუსტად 19 წლის წინ, 31 დეკემბერს არსებობა დაიწყო რადიომ, რომელიც მოგვიანებით, ჰოლდინგად გარდაიქმნა, მას შეემატა კიდევ სამი რადიო, მათ შორის „ავტორადიო“, რომელიც უკვე 9 წელია, ასევე 31 დეკემბერს ზეიმობს დაბადების დღეს და ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“, რომელსაც დღეს 11 წელი შეუსრულდა.


რადიოჰოლდინგში ამ წლების განმავლობაში სასიამოვნო ტრადიცია დამკვიდრდა. 31 დეკემბერს დაბადების დღე პარტნიორებთან, მომღერლებთან და მედიასაშუალების წარმომადგენლებთან
ერთად აღინიშნება.

წელსაც არ დარღვეულა ეს ტრადიცია და დღის განმავლობაში ჰოლდინგში მისმა მეგობრებმა და პარტნიორებმა დაიწყეს შეკრება. რასაკვირველია, გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი, მივიღეთ მილოცვები უამრავი ადამიანისგან, რომლებიც „ფორტუნადან“ საჩუქრების გარეშე არ წასულან. ანსამბლმა „შვიდკაცამ“ კი დაბადების დღე „მრავალჟამიერით“ მოგვილოცა, რომლის შემდეგაც ხანგრძლივი აპლოდისმენტები გაისმა.


გიორგი ლომთათიძე, „შვიდკაცას“ წევრი:

გილოცავთ ანსამბლის სახელით 2017 წლის შემობრძანებას. ღმერთმა ხვავი და ბარაქა არ მოგიშალოთ რადიოსა და ჰოლდინგს, ასევე თქვენს მსმენელს.

რაც შეეხება „ფორტუნას“ ჰოლდინგს, მისი ძალიან დიდი დამსახურებაა „შვიდკაცას“ პოპულარობა, ვინაიდან ჩვენი ძალიან ბევრი სიმღერა ჟღერს თქვენი რადიოების საშუალებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის.


ლაშა ღლონტი, მომღერალი:

„ფორტუნას“ რადიოჰოლდინგს არა მხოლოდ ჩემი, „ალილოს“, არამედ ქართული და არაქართული სიმღერების პოპულარიზაციაში დიდი წვლილი აქვს. ძალიან დიდი მადლობა არსებობისთვის. მინდა, მივულოცო დღევანდელი დღე. ეს აურა, რაც აქაა გამეფებული, „ფორტუნას“ მიმართ დიდი სიყვარულის დასტურია. დღეს ყველა დაკავებულია, მაგრამ მაინც მოვახერხეთ და მოვედით ჩვენი პატივისცემის გამოსახატად. აქ სუფევს დიდი პროფესიონალიზმი, სიყვარული და კარგი გემოვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გილოცავთ!..


ლილიკო ნემსაძე, კომპოზიტორი:

მე 31 დეკემბერს ყოველთვის აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დილა აქ მოსვლით იწყება წინასაახალწლოდ. „ფორტუნას“ ჰოლდინგი უწყობს ხელს სიმღერის პოპულარიზაციასა და გაჰიტებას. ძალიან დიდი მადლობა ამ ჰოლდინგის ყველა თანამშრომელს, რადიოწამყვანსა და ჟურნალისტს, რომლებიც მუდამ ჩვენ გვერდით არიან. ჩვენც ვპირდებით მრავალ ახალ სიმღერას.


დათუნა სირბილაძე:

Ardaidardo.Geპირველ რიგში, გილოცავთ დაბადების დღეს და დამდეგ ახალ წელს. „ფორტუნა“ ჩემს ცხოვრებაშია ძალიან დიდი ხანია. მის გვერდით ვიყავი, როგორც მსმენელი და შემდეგ, როგორც
მომღერალი.

სულ მინდა აღვნიშნო, რომ რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უდიდეს საქმეს აკეთებს. რომ არა თქვენ, ჩვენი სიმღერები მსმენელამდე ვერ მივიდოდა. ამაში ლომის წილი მიგიძღვით. მინდა,
ისეთი სიმღერები მოგაწოდოთ და ისეთი რაოდენობით, რომ თქვენს მსმენელს არ მოაკლოთ. გისურვებთ წინასვლას, ბევრ მსმენელსა და წარმატებას.


დავით გომართელი, მომღერალი:

რადიო „ფორტუნას“ დაბადების დღიდანვე ჩართული ვარ მის საქმიანობაში და თვალს ვადევნებ მის გზას, შემდეგ კი ჰოლდინგად გადაქცევას. მიხარია, რომ ჩემი შემოქმედება ახლოსაა და დაკავშირებულია ამ რადიოსთან. ჩემი ყველა ახალი სიმღერა ჟღერდა რადიო „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ მეშვეობით. ძალიან ახლო და შეიძლება ითქვას, ნათესაური კავშირი მაქვს ამ რადიოსთან. იმედი მაქვს, მრავალი ახალი პროექტი განხორციელდება ჰოლდინგის მიერ, ისეთი, როგორიც „ოქროს ტალღაა“.


განვლილი წლები ჩვენთან საუბრისას შეაფასა „ფორტუნას“ რადიოჰოლდინგის გენერალურმა დირექტორმა,
თამარ ჩიგოგიძემ:


Ardaidardo.Geმოგეხსენებათ,  თავის დროზე ეს იყო ქართულ-ამერიკული კომპანია. რადიო „ფორტუნა“ სატესტო რეჟიმში 1997 წლის 30 დეკემბერს გავიდა, 31 დეკემბერს, ღამის 12 საათზე, ეთერში უკვე
პირველი სიმღერა აჟღერდა, ეს გახლდათ „We Are The Champions“.

როდესაც ჩვენს ყოფილ დამფუძნებელს მივულოცე შობა-ახალი წელი, გამომიგზავნა ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ 1997 წლის 31 დეკემბერს დაიბადა რადიოსადგური „ფორტუნა“… ჩვენი მხრიდან ამ მოვლენას ესწრებოდა მამაჩემი, გურამ ჩიგოგიძე, რომელიც იმჟამად გახლდათ რადიოს გენერალური დირექტორი, „მეტრომედიას“ მხრიდან კი კარლ ბრაზელი. სამწუხაროდ, „მეტრომედიამ“ გარკვეული პერიოდის შემდეგ დატოვა ქართული ბაზარი, შემდეგ ჩვენ გავხსენით „არ დაიდარდო“ და „ავტორადიო“, კიდევ უფრო მეტად განვვითარდით.

მომავალი წელი განსაკუთრებულია, რადგან „ფორტუნას“ 20 წელი შეუსრულდება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამორჩეულად ვემზადებით. მინდა, გაცილებით წარმატებული იყოს მომავალი წელიწადი. ჩვენს ჰოლდინგს დიდი წარმატება აქვს ონლაინმიმართულებითაც, ვაფართოვებთ ჩვენს აუდიტორიას, მუდმივად ვისწრაფვით განვითარებისა და სიახლეებისკენ. ასე რომ, ჩვენი მაყურებელი, მსმენელი და მკითხველი მუდამ სიახლეებს უნდა ელოდოს ჩვენგან!.. (იღიმის).


ფოტო: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები