LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიო „ფორტუნას“ ღიმილიანი სახეები „Hello!“-ს ფურცლებზე

135

რადიო „ფორტუნას“ წამყვანები, ნიკა კაცია და ნია მოძმანაშვილი ჟურნალ „Hello!“-ს სექტემბრის ნომრის სტუმრები არიან. რადიოწამყვანები სიამოვნებით საუბრობენ რადიო „ფორტუნას“ და წლის სიმღერის კონკურსის, „ოქროს ტალღის“ შესახებ, რომელიც, სხვათა შორის, ერთად მიჰყავდათ…

 

ნია:

„უპირველესად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ამხელა ჰოლდინგის წევრი ხარ. ამას ისიც დაემატა, რომ ერთადერთი მუსიკალური დაჯილდოების წამყვანებად აგვარჩიეს და პასუხისმგებლობაც დაგვემატა. მე და ნიკა მალევე შევხმატკბილდით. ერთია, როდესაც რადიოს წამყვანი ხარ, ხოლო სულ სხვა გამოცდილებაა ადამიანთან ერთად სცენაზე დგომა და მაყურებელთან კონტაქტი. ჩვენ ეს ეტაპი წარმატებით გადავლახეთ.

ნიკა:

განსაკუთრებული პატივია, როდესაც იმ ღონისძიების ნაწილი ხდები, რომელიც ყოველწლიურად საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ავლენს. ჰოლდინგში 2000-იანი წლების დასაწყისიდან ვმუშაობ, ასე რომ, ეს კომპანია ჩემი ოჯახია. ამას ისიც დაემატა, რომ „ოქროს ტალღის“ ნაწილი გავხდი და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია. ნიასთან ტანდემის არ შემშინებია. მიუხედავად იმისა, რომ ერთად მანამდეც გვიმუშავია, ასეთი ტიპის თანამშრომლობა პირველად გვქონდა, თუმცა ექსპერიმენტმა გაამართლა.

ჟურნალისტის კითხვაზე, სამი სიტყვით როგორ დაახასიათებენ „ფორტუნას“, ნიკა კაცია პასუხობს: „ღიმილიანი, იღბლიანი და მიმზიდველი“. მისი წამყვანებიც ზუსტად ასეთები არიან. ამაში თავად დარწმუნდებით, თუ მათ ეთერებს მოუსმენთ რადიო „ფორტუნაზე“ და ასევე ვრცლად გაეცნობით ინტერვიუს ჟურნალ „Hello!“-ს სექტემბრის ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები