LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოების რეიტინგის კვლევა, სადაც “პალიტრა” ლიდერობდა, “პალიტრას” ქოლცენტრმა ჩაატარა – ქარტიის საბჭო

96

კვლევის თანახმად, თბილისში ყველაზე ხშირად რადიო „პალიტრის“ საინფორმაციო გამოშვებას უსმენენ” – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, Interpressnews-ის ამ სტატიაში დაირღვა ქარტიის მესამე პრინციპი, რომლის მიხედვითაც, “ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები”.

სადავო ჟურნალისტური მასალის მიხედვით, IPR & Analytical Center-მა 2017 წლის ოქტომბერ-ნოემბერში რადიოს აუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე მეტმა (21.2%) თქვა, რომ რადიო “პალიტრის” საინფორმაციო გამოშვებას ყველაზე ხშირად უსმენს.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოში განმარტავენ, მიიჩქმალა ფაქტი, რომ აღნიშნული კვლევა თავად “კვირის პალიტრის” ბალანსზე არსებულმა ქოლ ცენტრმა ჩაატარა.

“სტატიაში კვლევის განმახორციელებლად მითითებული იყო IPR & Analytical Center, რომელიც მოპასუხის განმარტებით, ცენტრის საფირმო სახელწოდებაა. ინფორმაციის ამგვარად გავრცელებით რჩებოდა შთაბეჭდილება, თითქოს, კვლევა არა თავად “პალიტრის“ ჰოლდინგმა, არამედ სხვა, მიუკერძოებელმა კომპანიამ ჩაატარა. ამ მნიშნელოვანი ფაქტის მიჩქმალვა არასწორ აღქმას იწვევდა მკითხველში,” – აღნიშნულია განცხადებაში.

“განმცხადებელი, სამაუწყებლო კომპანია “ჰერეთი” მესამე პრინციპის (მიჩქმალვის) გარდა, სადავოდ პირველ პრინციპსაც (სიზუსტე) ხდიდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ამგვარი კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა. თუმცა, საბჭომ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა არ დაადგინა – მოპასუხე ანა მარშანიამ წარმოადგინა კვლევის ჩატარების მტკიცებულებები და მიუთითა, რომ კვლევა ჩაატარა შპს “კვირის პალიტრის“ ბალანსზე არსებულმა ცენტრმა. რა თქმა უნდა, საბჭო აფასებს იმას, ჩატარდა თუ არა კვლევა და არა იმას, თუ რამდენად სანდო ან სწორია კვლევის მეთოდოლოგია, შედეგები და ა.შ.” – ვკითხულობთ გადაწყვეტილებაში.

აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ფორტუნას მასალა: საეჭვო კვლევა – ვინ დადო რადიოების რეიტინგი

პოპულალურები