LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” შენობა CNN-ზე მოხვდა

1463

რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” შენობა CNN-ის მთავარ გვერდზე მოხვდა.

გამოცემა საქართველოში საბჭოთა კავშირისდროინდელ მონუმენტებზე წერს სათაურით “საქართველოს საბჭოთა პერიოდის მონუმენტები – წარსულის ძლევამოსილი ტიტანები”.  ჩამონათვალში “ვეფხის და მოყმის” ძეგლიც შევიდა და ნუსხაში პირველი ადგილი დაიკავა.

 

 

“გზისპირა სოფლებიდან მთის მწვერვალებამდე დღემდე შემორჩენილია ფოლადისა და ბეტონის ძეგლები, რომლებიც წარსულის მემკვიდრეობად გადარჩნენ,” – წერია CNN-ზე.

 

გამოცემა ჩვენი ქვეყნის შესახებ წერს, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოში დიდი რაოდენობის იდეოლოგიური მონუმენტები აშენდა. თანამედროვე დამოკიდებულება საბჭოთა არქიტექტურულ ნაგებობებს ეწინააღმდეგება, თუმცა, CNN-ის ინფორმაციით, თბილისში ტურისტებს შეუძლიათ საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის ნახვა, რომელიც 70-წლიანი საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს ეძღვნება. სტატიაში საუბარია, ასევე, სტალინის მუზეუმზეც, რომელიც ქალაქ გორშია განთავსებული და 1950-იანი წლების შემდეგ მცირედად არის შეცვლილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები