LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ზაზა ქაშიბაძეს ემშვიდობება

1220

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მსახიობი, რადიოჰოლდინგის უცვლელი ხმა, პროდაქშენ ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი და სამხატვრო რედაქტორი ზაზა ქაშიბაძე. ზაზა 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ჩვენს კომპანიაში და მისი ხელმძღვანელობით არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. მათ შორის „იღბლიანი დებიუტი“, რომლის წყალობით რადიოჰოლდინგმა ბევრი ნიჭიერი წამყვანი აღმოაჩინა. ზაზა გახლდათ საიმიჯო რგოლების ავტორიც, რომლებიც დღესაც ინახება ჩვენი რადიოსადგურების ოქროს არქივში.

უნდა აღინიშნოს, რომ რადიოსფეროში მოღვაწეობის გარდა, ზაზა აქტიური სამსახიობო კარიერით იყო დაკავებული. ის მუშაობდა სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრში, მონაწილეობა აქვს მიღებული ფილმებში „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, „გამოცხადება“, „მოკვეთილი“, „სამი სახლი“ და სხვა. მისი ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია ფილმი „ფარაჯანოვი“, რომელიც უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და საფრანგეთის კინემატოგრაფთა ერთობლივი ნამუშევარია.

ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ უდიდესი ტკივილია ჩვენი კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის. რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ უსამძიმრებს ოჯახს. ზაზა დააკლდება არამხოლოდ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას”, არამედ მთელს ქართულ შემოქმედებით სამყაროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები