LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რადიოქალაქი რადიოქარხნის ნაცვლად – კალაძის ქალაქის კულტურული განვითარების გეგმა [ვიდეო]

1224

რადიოქალაქი რადიოქარხნის ნაცვლად – „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ, ქალაქის კულტურული განვითარების გეგმა წარადგინა.

საარჩევნო პროგრამა მუხიანში მდებარე ძველი რადიოქარხნის ტერიტორიის სრულ რეაბილიტაციას და გასართობ-დასასვენებელ ცენტრად  გარდაქმნას ითვალისწინებს.

„ძველი რადიოქარხნის ნაცვლად, ტერიტორიაზე აშენდება საგამოფენო სივრცეები, სავაჭრო -გასართობი ზონები, საცურაო აუზები, გაშენდება რადიოქალაქი და ტერიტორია ახალ სიცოცხლეს შეიძენს,“ – განაცხადა პრეზენტაციისას კახა კალაძემ.

ქალაქის კულტურული განვითარების საარჩევნო გეგმა თბილისში საგანმანათლებლო პარკების, 30-ზე მეტი ახალი საბავშვო ბაღისა და ახალი დასასვენებელ-საგანმანათლებლო სივრცეების მშენებლობასაც ითვალისწინებს.

მერობის კანდიდატის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ესწრებოდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები