LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიან გოსლინგი ნილ არმსტრონგს განასახიერებს

126

წარმატებული „ლა ლა ლენდის“ შემდეგ, რაიან გოსლინგი ფილმის რეჟისორთან, დემიენ შაზელთან თანამშრომლობას აგრძელებს. ცნობილი ხდება, რომ მსახიობი მონაწილეობას მიიღებს ბიოგრაფიულ ფილმში სახელწოდებით „პირველი ადამიანი“, რომელიც ასტრონავტ ნილ არმსტრონგს ეძღვნება. ფილმი 1961-1969 წლების პერიოდს მოიცავს და მასში საუბარი იქნება იმ მსხვერპლის შესახებ, რომლის გაღებაც არმსტრონგს მოუწია. პროექტის სცენარი ჯეიმს ჰენსენის ნაწარმოების – „First man: The life of Neil A. Armstrong” მიხედვით დაიწერება. ამ დროისთვის უცნობია, როდის შედგება ფილმის პრემიერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები