LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაინჰოლდ მესნერი სვანეთში ფილმს გადაიღებს

130

რაინჰოლდ მესნერი საქართველოში ფილმს გადაიღებს. იტალიელი ალპინისტი ამბობს, რომ ფილმი მხატვრული იქნება და გადაღებები სვანეთში, სავარაუდოდ 2019 წელს დაიწყება.

მისი თქმით, ფილმი რეალურ მოვლენებს ასახავს, სიყვარულის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ აჩუქა უცხოელ ქალს სვანმა თავადმა მწვერვალი უშბა.

“როცა საქართველოში ვიყავი ჩამოსული, მცირე მოკვლევა ჩავატარე ჩემი ფილმისთვის, რომლის გადაღებასაც ვგეგმავ. ფილმი 2019 ან 2020 წელს გამოვა. ეს ძალიან ძლიერი ისტორიაა. ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელმაც საჩუქრად მიიღო სვანი თავადისგან მწვერვალი უშბა. ისტორია ნამდვილია, თუმცა ფილმი მხატვრული იქნება,” – განაცხადა მესნერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები