LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია: „მალე, ალბათ, ტელევიზორში გამოგვიცხადებენ, რას ვჭამთ, რას ვსვამთ…“

41

ინგა გრიგოლია აქვეყნებს სტატუსს, სადაც გამოთქვამს მოსაზრებას ბანკებთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბანკის წარმომადგენლები ტელეფონით კლიენტებისგან პირად ინფორმაციას არ უნდა ითხოვდნენ. ინგას ამ სტატუსს ბევრი გამოხმაურება აქვს და წერენ, რომ ბანკებს საქართველოში განუზომელი უფლებები აქვთ.

ტელეწამყვანი აღნიშნავს:

„არ დავასახელებ ბანკს (მეუხერხულება, რადგან მათი კლიენტი ვარ), დღეს მირეკავენ და რაღაც შიდა საბანკო ცვლილებების ამბავში, ჩემი იდენტიფიცირებისთვის, პირად ნომერს მეკითხებიან, კითხვები გვაქვს თქვენთან და დაგისვამთო. მე ვპასუხობ, ეს არაა სწორი, რომ პირად ნომერს მეკითხებით და რაღაც კითხვებს მისვამთ ტელეფონზე, საიდენტიფიკაციოდ, როცა იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ლამის ყველას გვისმენენ და გვიღებენ-თქო. ძლივს გავაგებინე, რატომ გამიჩნდა პროტესტი პირადი ინფორმაციის ტელეფონზე გამოკითხვის გამო((((

ამ ქვეყანაში რომ საერთოდ არაა დაცული არაფერი პირადი, ეგ დიდი ხანია ვიცოდი, მაგრამ ბანკებიც თუ ფეხებზე იკიდებდნენ კლიენტის პირად მონაცემებს, ეგ აღარ! მალე ალბათ ტელევიზორში გამოგვაცხადებინებენ პირად ნომრებს, რას ვჭამთ, რას ვსვამთ, სად გადავადგილდებით, ვის ვეკონტაქტებით და რა პოლიტიკური თუ სექსუალური ორიენტაციის ვართ(((((“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები