რამ გამოიწვია გუდაურის ინციდენტი? – ექსპერტებმა დასკვნა გაასაჯაროვეს

167

„ჩვენ მიერ ჩატარებული 3-დღიანი ინსპექტირებისა და მოკვლევის შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ „საძელეზე“ მომხდარი შემთხვევა არ უკავშირდება სისტემურ გაუმართაობას და მექანიკურ დეფექტს, ვინაიდან მოწყობილობა სისტემურად იყო გამართული,“ – ამის შესახებ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენელმა უგურ კარამანმა 16 მარტს გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უგურ კარამანის განცხადებით, ინციდენტი გამოიწვია ოპერატორის შეცდომამ.

„ძაბვის ვარდნის შემდეგ, ოპერატორმა არასწორი ქმედებები და ნაბიჯები განახორციელა, რამაც გამოიწვია სისტემის უკუსვლა და შესაბამისად, მოხდა ინციდენტი. მინდა მწუხარება გამოვხატო გუდაურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამ, რომ ყველა დაშავებული მალე სრულად გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა უგურ კარამანმა.

16 მარტს გუდაურში საბაგიროზე მომხდარი ინციდენტის ტექნიკური ინსპექტირების და მიზეზების დადგენის მიზნით, საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტული კომპანია „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები  საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს მოწვევით  იმყოფებოდნენ.

„ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს  წელს დაარსებული, მსოფლიოში ლიდერი კომპანია ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

შეგახსენებთ, 16 მარტს გუდაურში, მოულოდნელად ერთ-ერთი საბაგირო გაჩერდა, შემდეგ კი უკუსვლით, დიდი სიჩქარით დაიწყო მოძრაობა. შედეგად საბაგიროდან მასზე მყოფი ადამიანები გადმოვარდნენ და დაშავდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები