LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ხანია ასეთი ქართველი არ გვყოლია: საბა კვირკველია ძვირდება

54

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველი საბა კვირკველია რუსეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ახლა კი მისი სატრანსფერო ფასი მკვეთრად გაიზარდა.

გერმანულმა ინტერნეტსააგენტო “ტრანსფერმარკტმა” მონაცემები განაახლა და ქართველის შეფასება 2,2 მილიონი ევროთი გაზარდა კვირკველიას გრაფაში 5,8 მილიონი ნაცვლად, 8 მილიონი წერია.
ბოლო 10 წელიწადში, არც ერთ ქართველ ფეხბურთელს მსგავსი შეფასება არ ჰქონია.

მესამე წელია, რაც საბა კვირკველია ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელია. ის უახლოეს მდევარს, ბელგიური “გენტის” შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძეს (3,0 მილიონი) საგრძნობლად უსწრებს. მესამე-მეოთხე ადგილებს 2,5-2,5 მილიონად შეფასებული გურამ კაშია (არნემის ”ვიტესი”) და ვალერი ყაზაიშვილი (“სან-ხოსე”) ინაწილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები