LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი არაფერი მინახავს: რა იყო ეს?

89

შესაძლოა ყველაზე უცნაური ცოცხალი კედელი, რომელიც გინახავთ.

ფელიპე კოუტინიომ სოცქსელები ააფეთქა და კრისტიან ერიქსენი დააბნია.

პრემიერლიგის მთავარ მატჩში „ლივერპულმა“ 2:0 მოუგო „ტოტენჰემს“. ორივე გოლი სენეგალელმა სადიო მანემ გაიტანა.

თუმცა ლოკალური გმირი კოუტინიო გახდა. ბრაზილიელი სრულიად მოულოდნელ როლში წარდგა. სოცქსელების მომხმარებლებმა და კომენტატორებმა ფეხბურთელის უჩვეულო მოქცევას მიაქციეს ყურადღება. 35-ე წუთზე „ლივერპულის“ კართან სახიფათო საჯარიმო დაინიშნა. ფელიპე გაზონზე დაჯდა და კედელში მდგომ ჰენდერსონს და ფირმინიოს ამოეფარა, თან ფეხიც გამოყო. ამგვარად, მან ბურთს გზა გადაუღობა, თუ ფეხბურთელები ახტებოდნენ.

 

„ტოტენჰემის“ ლიდერმა ერიქსენმა სხვა კუთხეში დაარტყა და ააცილა.

 

„დიდი კედელი“, „რამდენი ხანია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი არაფერი მინახავს“ – წერს ხალხი. ჟურნალისტებს კი არც კლოპისთვის და არც კოუტინიოსთვის არ დაუსვამთ მთავარი კითხვა: რა იყო ეს?

Independent-მა ივარაუდა, რომ შესაძლოა კოუტინიოს მარსელოს ტრიუკი ენახა შარშანდელ ბრაზილია-არგენტინის მატჩში. ეპიზოდები მართლაც გავს ერთმანეთს.

https://www.youtube.com/watch?v=MmAC_mH5qb0

 

კიდევ უფრო ადრე მსგავსი ხერხი ბრაზილიის თასის შეხვედრაში მოხდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები