LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ლომბარდია საქართველოში – უახლესი სტატისტიკა

294

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 875 მოქმედი ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან, 55,7% ქ. თბილისში მდებარეობს, 12,1% – იმერეთის რეგიონში, 9,9% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 9,7% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 12,6% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ლომბარდების სალაროში არსებული ნაღდი ფულის მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 23,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის 79,8% გამოსახული იყო ეროვნულ ვალუტაში, ხოლო დანარჩენი 20,2% – უცხოურ ვალუტაში.

2017 წლის ბოლოსათვის, ლომბარდებს ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 17,7 მლნ ლარის ფულადი სახსრები, მათ შორის 46,3% – ეროვნულ, ხოლო 53,7% – უცხოურ ვალუტაში. აღსანიშნავია, რომ ბანკებში განთავსებული თანხის მთლიანი მოცულობის 97,1% რეზიდენტ ბანკებზე მოდის. 2017 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 405,8 მლნ ლარი შეადგინა (მათ შორის 64,7% პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 35,3% – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 96,4% ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 3,6% – იურიდიულ პირებზე მოდის. ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ, 2017 წლის ბოლოსათვის 16,9 მლნ ლარი შეადგინა.

”საინტერესო სურათს გვაძლევს ვალდებულებების ანალიზი. კერძოდ, 2017 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 393,8 მლნ ლარი შეადგინა. მათ შორის თითქმის ნახევარი (50,4%) უცხოურ ვალუტაშია ნასესხები. ამასთან, სესხის 75,5% რეზიდენტებისაგანაა აღებული. ლომბარდების 2017 წლის საბალანსო მოგებამ 47,6 მლნ ლარი შეადგინა, აქედან 73,1% თბილისში მოქმედ ლომბარდებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სხვა რეგიონებზე ნაწილდება”, – აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.

მათივე ცნობით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში, 2017 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 609,4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99,6 პროცენტი) ფიზიკური პირია.

სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 45,4% შეადგინა. მისი წილი ეროვნულ ვალუტაში 46,2%-ით, ხოლო უცხოურ ვალუტაში 32,7%-ით განისაზღვრა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 73,4% შიდა ქართლის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 29,2% სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში.

რეგიონების მიხედვით გაცემული სესხების ყველაზე მაღალი წილით ხასიათდება თბილისი (67,8%), აჭარა (13,0%), იმერეთი (8,3%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (5,7%) და ქვემო ქართლი (3,3%). ანალოგიური ტენდენცია ფიქსირდება რეგიონების მიხედვით აღებული სესხების მთლიან მოცულობაშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ყველაზე მაღალი წილით წარმოდგენილია თბილისში (76,1%), აჭარაში (9,9%), იმერეთში (4,8%), სამეგრელო-ზემო სვანეთსა (4,4%) და ქვემო ქართლში (2,8%).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები