LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი ობიექტი გასხვისდა აჭარაში ერთ ლარად?

47

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს კვლევას აჭარაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. ამჯერად ორგანიზაცია 2013 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ სიმბოლურ ფასად (ერთ ლარად) გასხვისებული ქონებით დაინტერესდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, 2013-2017 წლებში აჭარის მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად (1 ლარად) 23 ობიექტი გაასხვისა. მათივე თქმით, ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით (2010 წელს მიღებული კანონით) მთავრობის თავმჯდომარეს ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გადაეცა ექსკლუზიური უფლებამოსილება, შესაბამისად, მას შეუძლია, თავისი შეხედულემისამებრ, აირჩიოს ქონების მიყიდვის ფორმა და სუბიექტიც.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გასხვისებული ობიექტებიდან ყველაზე მეტი – 11 ობიექტი 2013 წელს გასხვისდა (ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გასხვისდა 30 849,6 კვ/მ შენობა-ნაგებობება და მასზე მიმაგრებული 76 015 კვ/მ არასასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები). საინვესტიციო თანხის ოდენობამ ამ წელს ჯამში შეადგინა 5 231 600 ლარი, აქედან 9 ობიექტის საინვისტიციო თანხა შეადგენდა მხოლოდ 731 600 ლარს.

2014 წელს ქონების სიმბოლურ თანხად ერთ ლარად გასხვისების მხოლოდ ერთი ფაქტი იყო, ხოლო 2015 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კანონით მინიჭებული ესკლუზიური უფლებამოსილება სამჯერ გამოიყენა. ამ წლებში აჭარის მთავრობამ 1 ლარად ჯამში 16 730 კვ.მ მიწის ნაკვეთები გაასხვისა ოთხ კომპანიაზე, რის სანაცვლოდან მთავრობამ და ბათუმის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სანაცვლო მიწის ნაკვეთი, ახალაშენებულ კორპუსებში 3075 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 1 200 000 ლარის ინვესტიის განხორციელების პირობა მიიღო.

2016 წელს, აჭარის მთავრობამ 10 ათას კვადრატულ მეტრამდე ქონება სიმბოლურ ფასად – 1 ლარად სულ 4 კომპანიას გადასცა, ჯამში 10 მილიონი დოლარისა და 950 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით ამავე წელს რამდენიმე ობიექტი გადაეცა სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური მიზნებისთვის (ელექტროგადამცემი ხაზების გასაყვანად და სატრანსპორტო პუნქტის განსათავსებლად).

2017 წლის იანვრის მონაცემებით კი აჭარის მთავრობამ 2 კომპანიას გადასცა 6,396 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთები 730 ათასი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით. მათ შორის 2017 წლის 10 იანვარს შპს “ახალსოფლის ცისტრუსის კომბინატს” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლსოფელში მდებარე 2616,54კვ/მ შენობა-ნაგებობა და მასზე დამაგრებული 5 440ვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა შემდეგი ვალდებულებით: ციტრუსის დამახარისხებელი ხაზის (სიმძლავრით არანაკლებ 7 ტ/სთ წვენის საამქროს ამოქმედება, პლასტმასის და მუყაოს ყუთების მწარმოებელი დაზგის მონტაჟი, სამიცივრე მეურნეობის ამოქმედება, ახალსოფლის ციტრუსკომბიმატზე დაკისრებული 20 000 ლარის გადახდა, 640 000 ლარის ინვესტიიცის განხორციელება,პროფილის 20 წლით შენარჩუნება, მინიმუმ რვა მოქალაქის დასაქმება.

შპს “სკოლა ნიკეს” 2017 წლის 17 იანვარს 1 ლარად ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩა #96-ში მდებარე საბავშო ბაღის მიმდებარედ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 956 კვ/მ გადაეცა 50 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებისა და სპორტული მოედნის და სკვერის უვადოდ შენარჩუნების პირობით.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, 2013-2017 წწ აჭარაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გაცემული ქონების კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიებს, რომელთაც გადასცეს სიმბოლურ ფასად ქონება, ზოგ შემთხვევაში მნიშნელოვანი ინვესტიციების განხორციელების პირობა არ ჰქონიათ. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ ბათუმში ბინათმშენებლობის ბუმია, დეველოპერული კომპანიებისთვის არასასოფლო ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გასხვისება აჩენს ეჭვებს, ვარაუდებს კორუფციაზე და ასევე იმაზე, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე.

”სასურველია, ქონება გასხვისდეს კონკურენტუნარიან გარემოში და პროცესი უფრო გამჭვირვალე იყოს. ამასთან, სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად პირდაპირ მიყიდვასთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილი გამომდინარეობს არასრულყოფილი რეგულირებიდან. შესაბამისად პრობლემის გამოსწორებისთვის აუცილებელია მოხდეს საკანონმდებლო რეგულაციების დახვეწა და პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების ზრდა”, – განმარტავენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები