LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი სასტუმროს ტიპის ობიექტი გაიხსნება 2017 წელს საქართველოში?

90

2017 წელს საქართველოში 1 749 განთავსების ობიექტი გაიხსნება, რაც 24 157 ნომერს და 56 606 საწოლ ადგილს გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია ”ფორტუნას” საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა. მათივე ცნობით, ამ რაოდენობის განთავსების ობიექტებში შედის როგორც ბრენდული სასტუმროები, ისე საოჯახო ტიპის, ასევე სხვა მცირე ზომის სასტუმროები – მოკლედ აბსოლუტურად ყველა სახის განთავსების ობიექტი.

რაც შეეხება ამ ობიექტების რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, თბილისში მომდევნო წელს 377 განთავსების ობიექტი გაიხსნება, 7017 ოთახით და 14 721 საწოლი ადგილით.
თბილისის შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი რეგიონი, სადაც 345 განთავსების ობიექტი დაიწყებს ფუნქციონირებას (ოთახების რაოდენობა – 2 114, საწოლი ადგილები – 5 078 ).
ამის შემდეგ უკვე აჭარა ლიდერობს სადაც 256 განთავსების ობიექტი გაიხსნება 2017 წელს (ოთახების რაოდენობა – 4 976, საწოლი ადგილები – 11 458), შემდეგ არის სამცხე-ჯავახეთი 188 განთავსების ობიექტით, მეხუთე ადგილზეა იმერეთი – 155 ობიექტით, კახეთი – 151 განთავსების ობიექტით, მცხეთა-მთიანეთი- 127 სასტუმროს ტიპის ობიექტი, გურია – 67, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი- 56 ობიექტი.
ყველა მცირე რაოდენობით კი განთავსების ობიექტები ქართლში გაიხსნება: ქვემო ქართლი – 16, შიდა ქართლი – 11.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები