LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი “რუსთავი 2”-თან აქციას მართავს

73

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–თან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და სასულიერო პირთა ნაწილი აქციას მართავს. შეკრებილები მაუწყებლის ერთ–ერთ გადაცემაში წამყვან გიორგი გაბუნიას შესავალ სიტყვას აპროტესტებენ, რომელიც ღვთისმშობელს შეეხებოდა.

აქციის მონაწილეთა აცხადებენ, რომ  ეს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ისა და ტელეწამყვან გიორგი გაბუანიას მხრიდან  მიზანმიმართული პროვოკაციაა  და მას რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. მოქალაქეები მოითხოვენ ბოდიში მოიხადოს გიორგი გაბუნიამ აღნიშნული განცხადებების ღია ეთერში გაკეთების გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ, რომლის მთავარი მოთხოვნაც „რუსთავი 2“–ის მაუწყებლობის შეჩერება იქნება.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, რომლებიც ადგილზე უსაფრთხოებას იცავენ. თუმცა აქციაზე არანაირ ინციდენტს ჯერჯერობით ადგილი არ ჰქონია.

შეკრებილების გაღიზიანება გადაცემა “არჩევანმა” გამოიწვია, რომელიც გუშინ ცენზურის თემას ეძღვნებოდა და თემიდან გამომდინარე მხატვარ ლია უკლებას ნახატი, “ღვთისმშობელი პისტოლეტით” იყო წარმოდგენილი. აქციის მონაწილეთა უკმაყოფილება  გიორგი გაბუნიას შემდეგმა შესავალმა სიტყვამ გამოიწვია: „დღეს სტუდიაში უცნაური სტუმარი გვყავს, მარიამი, სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია თვითმკვლელი ღვთისმშობლის სახელით, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს, ასე რომ, ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს. არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები