LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენიმე ვარიანტი სამზარეულოს და სასტუმრო ოთახის გასაერთიანებლად

202

პრაქტიკული სამზარეულოს და ატმოსფერული სასატუმრო ოთახის ერთ სივრცეში გაერთიანება შეუძლებელია ინტერიერის ერთგვარი „შუამავლის“ – დემოკრატიული სასადილო ჯგუფის ან თუნდაც დივანის გარეშე. გთავაზებთ ზონირების რამდენიმე ვარიანტს, რომლებიც კომფორტსაც შეგიქმნიან და თქვენს ინდივიდუალურობასაც გაუსვამენ ხაზს.

* მრგვალი მაგიდა პატარა ბინისთვის – თუ კომპაქტური ინტერიერის მფლობელი ხართ, მაშინ სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის დაბალი, მრგვალი მაგიდა დადგით პოლირებული ზედაპირით. მეტი სოლიდურობისთვის კი, მასიური სკამები შეარჩიეთ რბილი გადასაკრავით.

* ბარის დახლი ან მართკუთხა მაგიდა (4 ადამიანისთვის) – ლაკონურ ინტერიერს ყველაზე მეტად მართკუთხა მაგიდა მოუხდება. მეტი პრაქტიკულობის და არაფორმალური ატმოსფეროს შესაქმნელად კი, შეგიძლიათ მაგიდა ბარის დახლთან გააერთიანოთ. ამგვარი გადაწყვეტილება ძვირფას მეტრებსაც დაგიზოგავთ და გრაფიკულადაც მონიშნავს ზონების საზღვარს.

* დიდი მაგიდა ან სამზარეულოს კუნძული დიდი ბინისთვის – თუ მოცულობითი სივრცის ხაზგასმა გინდათ, მაშინ სამზარეულოს საზღვარი სამზარეულოს კუნძულით მონიშნეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ გაერთიანებული ლაუნჯ-ზონისთვის სადღესასწაული იერის შეძენას ცდილობთ, დადგით სამზარეულოსა და სასადილო ოთახს შორის მოცულობითი მაგიდა.

* დივანი ან კონსოლი – დიდი სამზარეულოს ბედნიერ მფლობელებს, სადაც კუნძულის გაკეთებაც შეიძლება და სასადილო მაგიდის დადგმაც, შეუძლიათ მოხერხებული დივანი შეიძინონ, რომელიც ერთგვარი „მესაზღვრის“ როლს შეასრულებს სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის. დამატებითი ეფექტისთვის დივანის უკან კონსოლი მოათავსეთ, რომელსაც მაგიდის ლამფით ან დეკორის სხვა ელემენტებით მორთავთ.

* არქიტექტურული ელემენტები – თუ ავეჯის ყველა ელემენტი თავის ადგილზეა, მაშინ ზონის დამყოფად კედლის და ჭერის შვერილები, პორტალები და სხვა არქიტექტურული ელემენტები გამოგადგებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები