„რამდენჯერაც გაიგებდა მამამისი, მაღალი, შავგვრემანი ქართველი იპოვესო, სანახავად ჩადიოდა“ – აფხაზეთს შეწირული ზურა ძამუნაშვილი სახლშია

პოპულარული

„რამდენჯერაც გაიგებდა მამამისი, მაღალი, შავგვრემანი ქართველი იპოვესო, სანახავად ჩადიოდა“ – აფხაზეთს შეწირული ზურა ძამუნაშვილი სახლშია

25 წლის წინ აფხაზეთში წასული ქართველი მებრძოლი ზურა ძამუნაშვილი, წითელმა ჯვარმა, ორი კვირის წინ თბილისში ჩამოასვენა.

27 წლის ქართველი ახალგაზრდის ცხედარი, ამ წლების განმავლობაში, აფხაზეთის მიწას იყო მიბარებული, სადაც ახლა ბაღია გაშენებული.

 

ომამდე ტანკისტი

მაშინ, როცა ზურაბ ძამუნაშვილმა ომში წასვლა გადაწყვიტა, ცოლი და ორი შვილი უკვე ჰყავდა.

როდესაც ოჯახში სავალდებულო გაწვევის სამსახურიდან დარეკეს, თუ არ მოხვალთ კომისარიატში, დეზერტირად გამოგაცხადებთო, ზურა უკვე ფრონტზე იბრძოდა და ვახტანგ გორგასლის ორდენზე იყო წარდგენილი.

პირველად ახალციხიდან გაჰყვა სატანკო ბატალიონს.

„გაიგო, რომ ახალციხეში, მატარებლებზე დებდნენ ტანკებს აფხაზეთში წასაღებად. ზურა მივიდა და უთხრა, ეს ბავშვები სად მიგყავთ, პროფესიონალი ვარ, მე წამიყვანეთო…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი და ამბობს, რომ ზურამ, ამ დროისთვის, ტანკის მართვა მართლა იცოდა – ეს ცოდნა კი უსურინსკში (კამჩატკაზე) ჯარში მსახურობისას მიიღო.

„ზურა ასეთი იყო, რა საქმესაც მოკიდებდა ხელს, ბოლომდე სწავლობდა. მართლა კარგად იცოდა ეს საქმე. ქართველ გუდერიანს ეძახდნენ ომში“, – იხსენებს ბესო, რომელიც აფხაზეთში ძმასთან ერთად იბრძოდა.

ომის დროს, ზურა ფეხში დაიჭრა. ორი თვე იყო თბილისში და ფეხზე დადგომისთანავე დაბრუნდა აფხაზეთში – ფეხში სახრახნისით. მას წაყვა ბესოც.

„ბოლო წასვლის სცენა მახსოვს. მეორე სართულზე ვიჯექით. დედაჩემი ამოვიდა და ეუბნება, ხომ იყავი ერთხელ წასული, აუცილებლად უნდა მოკვდეო?

ზურამ უპასუხა: კარგი რა დედა, ვაჟკაცი გყავს და საქმე საქმეზე რომ მიდგა, ახლა კალთას გინდა ამომაფარო-ო… აქ დამთავრდა ამ თემაზე საუბარი.

მახსოვს ბებიაჩემიც, რომელიც თავისით გვილაგებდა ტანსაცმელს. თან ტიროდა, თან მეუბნებოდა, შენ სადღა მიეთრევიო…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი „ფორტუნასთან“ ინტერვიუში.

 

ზურას იღბლიანი ისტორიები ბრძოლის ველიდან

„სოფელ კინდღში, ერთი ადგილია „პწიცაფერმას“ ეძახიან. ბრძოლის დროს, ეს ადგილი მოხვდა შუაში (ალყაში მოექცა). მოწინააღმდეგეები მაღლობზე იყვნენ, ჩვენ ქვევით.

ეს ფერმა მთლიანად ბეტონის ფილებით იყო გარშემორტყმული, რომელიც ზოგიერთ ადგილას ტანკით იყო განგრეული. ამ ცარიელ ადგილას რომ მივედით, დაგვინახეს და ატეხეს სროლა, ჩვენ ველოდებოდით, რომ დაღლილიყვნენ.

ოცი წუთის შემდეგ, ზურამ თავისი ტყვიამფრქვევი გადაიდო მხარზე და ამ ცარიელ ადგილას ჩვეულებრივი ნაბიჯით გაიარა, არავინ ესროლა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი „ფორტუნასთან“ და აღნიშნავს, რომ ამ ყველაფერს უბრალოდ გამართლებას დაარქმევდა, ბევრი მსგავსი ისტორია რომ არ ახსოვდეს.

„იქ სოფლები ძალიან მთიან ადგილებზეა. მთა, ტყე, ყანა ყველაფერი ერთადაა. მივდივართ დაზვერვაზე, ერთმანეთის ნაკვალევში და შემთხვევით აფხაზების სანგარს წავადექით თავზე.

სანგარში ერთი ჯარისკაცი იჯდა და იარაღს წმენდდა. ოდნავ მოშორებით კი მათი შტაბი იყო. ამას იმით მივხვდით, რომ სროლის შემდეგ ძალიან ბევრნი გამოგვეკიდნენ. მივრბივართ ტყვიების ზუზუნში, გვგონია, რომ რასაც გვესვრიან, ყველაფერი უნდა მოგხვდეს. მივედით ტყის ბოლოში, სადაც მინდორი იწყება, შემდეგ ისევ ტყეა. მინდორზე რომ გავიდეთ, ყველას დაგვხოცავენ. უცებ, ზურამ დაგეგმა: თვითონ დარჩებოდა და სროლას ატეხდა, ჩვენ გავიქცეოდით. მერე 6 კაცი იქიდან დავაზღვევდით და ზურას გამოვიყვანდით.

ჩვენ გადავირბინეთ, ზურაც გამოიქცა. შუამდე რომ მოვიდა, ამაღლებული ადგილი იყო, რომელსაც გადაახტა და დაწვა. დაინახეს მოწინააღმდეგეებმა, სადაც დაწვა. დაფლითეს, დაშალეს ეს მაღლობი. ჩვენც ვისროდით, მაგრამ არ გვაქცედნენ ყურადღებას.

დრო აღარ გვქონდა, მალე გაიგებდნენ რაც ხდებოდა და ალყაში მოგვაქცევდნენ.

ზურა იწვა მშვიდად, სახით ჩვენკენ, იარაღი ფეხებთან ედო…

10 წუთის შემდეგ, სიგარეტი ამოიღო, გადაბმულად რამდენიმე ნაფასი დაარტყა, დიდი ბოლი რომ ამოსულიყო. იქიდან კი არ ისროლეს… ადგა და წამოვიდა მშვიდი ნაბიჯით. ასე იარა ტყემდე. რომ მოგვიახლოვდა 15-20 მეტრზე, ალბათ, გულმა ვეღარ გაუძლო და გამოიქცა. იმათ ან ტყვია გაუთავდათ, ან მობეზრდათ და წავიდნენ, ფაქტია აღარ უსვრიათ და ზურა გადარჩა“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

ძმაზე მოსაყოლი ისტორიები ფრონტის წინა ხაზიდან ბესოს ბევრი აქვს. ამბობს, რომ ზურა ლიდერი იყო, მისი მთელ გარემოცვას სჯეროდა და ენდობოდნენ.

პირდაპირი კავშირი ზურასთან 22 სექტემბერს გაწყდა. მას შემდეგ, რაც მისი ძმა ცხელი წერტილიდან, ტრავმის გამო, დაჭრილების თვითმფრინავით წამოიყვანეს.

ბესოს წამოსვლის შემდეგ, ზურას ამბები, მხოლოდ ჯარისკაცების მონათხრობით ვრცელდება. ასე, ჯარისკაცების გადმოცემით იციან მისი ტანკის აფეთქების ამბავიც.

 

ეგ ბიჭი გინდ გადარჩენილიყო, გინდ მომკვდარიყო, მაინც გმირიაო

იქ სადაც ზურა 23 სექტემბერს ტანკით ჩავიდა, კასპის ბატალიონი იდგა. როგორც ამბობენ, გარღვევა ხდებოდა და ამის გამო გამოიძახეს…

„ალბანოა“ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც თქვა, აფეთქების დროს იქ ვიყავიო. რომ გენახათ სად შევარდა, ეგ ბიჭი გინდა გადარჩენილიყო, გინდ მომკვდარიყო, მაინც გმირიაო…

გოჩუას ქუჩაზე დიდი აღმართია და მერე სწორდება. ზემოთ უკვე ისინი იყვნენ, ჩვენები უკან იხევდნენ…  ზურა ამ აღმართზე ასულა ტანკით, იმათ ტერიტორიაზე შევიდა და გაისროლა. ამით მთელი ყურადღება მიიპყრო – ყველა მის ტანკს ესროდა.

ძირითადად, ტანკის შიგნით, კანტუზიისგან იღუპებიან. ტანკსაწინააღმდეგო ტურსი ხვრეტს ჯავშანს და შიგნით ფეთქდება. დახურულ სივრცეში აფეთქებისას, წნევა ვერსად მიდის და შიგნით მყოფები ფილტვების დაზიანებისგან იღუპებიან. ამის გამო, ზურა ეუბნებოდა ბიჭებს, ტანკის ლუქებს ნუ კეტავთო. აფეთქება რომ მოხდეს, წნევის დახმარებით გაიხსნება და გარეთ გამოგაგდებთო.

ასეც მოხდა, აფეთქების შემდეგ, ზურა ტანკიდან ამოვარდა და როგორც კასპის ბატალიონის წევრები ყვებიან დაახლოებით 25 მეტრში დაეცა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი.

ცხელი წერტილიდან ძამუნაშვილი ჯარისკაცებმა გამოიყვანეს. ისინი ყვებიან, რომ ზურას ფეხზე არტაშანი დაადეს, როგორც თვითონ ეუბნებოდა ისე. ამ დროს, ის ჯერ კიდევ გონზე იყო, თუმცა ჯარისკაცები იხსენებენ, რომ ბევრს სისხლს კარგავდა.

ცხელი წერტილიდან გამოყვანილი ზურა ლუაზ-ში ჩასვეს, რომლითაც დაჭრილები საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

20 წუთის შემდეგ ზუსტად ის „ლუაზი“, რომლითაც სხვა დაჭრილებთან ერთად ზურა წაიყვანეს, უკან მობრუნდა. ეს საეჭვოა, რადგან უახლოესი საავადმყოფო, უკვე მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა აღებული.

დაჭრილი ზურა აგუძერაში უნდა ჩაეყვანათ, რომელიც  12 კილომეტრის სავალზეა.

ბესო ძამუნაშვილმა გადარჩენილ ჯარისკაცებთან ვერ გაარკვია რამდენად რთული იყო იმ დროისთვის, ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა.

აქ წყდება ჯარისკაცების მოთხრობილი ამბები, ზურა ჯერ კიდევ გონზე იყო, როცა მათ ბოლოს ნახეს.

 

ლოდინის 25 წელი

ეს ისტორია ძამუნაშვილებმა „ფაზლებივით“ ააწყეს სხვადასხვა პირის მონათხრობიდან. პარალელურად, მამა და ძმა ქართველ გმირს საკუთარი კონტაქტებით ეძებდნენ, ცოცხლებსა და მკვდრებს შორის.

„2 მეტრამდე იყო, გამხდარი. რომ ეტყოდნენ ასეთი მაღალი გამხდარი, შავგვრემანი ქართველი ბიჭი ვნახეთო, მამამისი პირდაპირი მნიშვნელობით, იღებდა ჯოხს და მიდიოდა აფხაზეთში.

ეძებდა ყველგან. ძებნაში რას ვგულისხმობ იცი? ეტყოდნენ, კონკრეტულ ადგილს აქ არის დამარხულიო, ჩავიდოდა აფხაზეთში, ამოთხრიდა, ნახავდა… ეძებდა იმ სახრახნისს, რომელიც პირველად დაჭრის შემდეგ, ოპერაციისას ჩაუტოვეს და მოგვიანებით უნდა ამოეღოთ“, –  გვიყვება ზურა ძამუნაშვილის ექთანი და მეგობარი ირინა თიკანაშვილი.

ომი რომ დასრულდა, ბესო მეგობართან ერთად სვანეთში წავიდა, საიდანაც გადარჩენილი მოსახლეობა გადმოდიოდა.

„ჭუბერში ხალხი მთაზე ესკალატორივით ამოდიოდა. ვიჯექით და ვცდილობდით, რაც შეიძლება შორიდან დაგვენახა და გვეცნო ზურა. ვინც ამოდიოდა ყველას ვეკითხებოდით მის შესახებ, მაგრამ არავინ არაფერი იცოდა“, – ყვება ბესო ძამუნაშვილი.

6 წლის შემდეგ, სოხუმში, ერთ-ერთი საფლავის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა.

„13 კაცი იყო დასაფლავებული

ბესო ძამუნაშვილი

საერთო სამარხში. ეს იყო ტალახის, ხორცისა და ნაჭრის მასა, ამაში მიწევდა ზურას ფეხში ოპერაციის დროს ჩატოვებული ხრახნისა და კბილების ძებნა. ტუჩებს რომ ვუწევდი გვამებს, ხორცი ხელში მრჩებოდა. ტვინი მეწვოდა, ასეთი გრძნობა არასდროს მქონია. ერთადერთ რამეს ვფიქრობდი, როგორ არ ვითიშები, რკინის ვარ?!…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

„8 თვის თავზე დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დნმ დაემთხვა

ზურა ძამუნაშვილის ოჯახს, მისი ცხედრის პოვნის თაობაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან, 8 თვის წინ დაურეკეს. 25 წლიანი ლოდინის შემდეგ, რამდენიმე თვე ელოდნენ დნმ-ის პასუხსაც.

ზურას პოვნა ოჯახისთვის ერთდროულად სტრესიც იყო და შვებაც.

„ჯერ მდგომარეობიდან ვერ გამოვედი, მაგრამ თითქოს ამოვისუნთქე. სად იყო ამდენი ხნის განმავლობაში, ზუსტად არ გვეუბნებიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფხაზი ოჯახის ეზოში იყო დასაფლავებული. ძალიან მინდა ეს მჯეროდეს, მაგრამ რეალობასთან უფრო ახლოსაა ის, რომ ე.წ. სამხედრო  წმენდის დროს, სხვა დაღუპულებთან ერთად დაკრძალეს. ზურა სწორედ იმ ქუჩაზე იყო დამარხული, სადაც ჩვენი ძებნისას კვალი გაწყდა “, – ამბობს „ფორტუნასთან“ ზურა ძამუნაშვილის ძმა.

გარდაცვლილის ძმა ამბობს, რომ ზურა სხვა ახალგაზრდებთან ერთად, გაყიდულ ომს და საკუთარ ადამიანობას შეეწირა.

„ქართველების ავადმყოფობა რაც არის, მაშინაც იგივე მოხდა… ღალატი, გაყიდვა… ჩვენნაირი ხალხი სჭირდებოდათ… ავტომატებად…

იქ რომ ხარ, სულ სხვა ინსტიქტი გერთვება. იცი, რომ თბილისამდე ვერ ჩამოვლენ აფხაზეთში. თუ დაკარგავ, აფხაზეთს კარგავ და სახლში არავინ შემოგივარდება, სამშობლო არ არის მხოლოდ ის, სადაც ცხოვრობ…

ბრძოლის მეორე ნაწილში კიდევ სხვა ინსტიქტი გვქონდა. იქ აღარ იყო უკვე მოგება-წაგებაზე, იარაღით ხელში ვიდექით მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაქცევა მოესწრო.

ვინც წინა ხაზზე, იბრძოდა ყველას შეეძლო გადარჩენა, მაგრამ მერე, ისინი ხალხს დაეწეოდნენ და საშინელი მსხვერპლი იქნებოდა…“, – იხსენებს ბესო ძამუნაშვილი.

 

მართლა სახლში ხარ, ძმაო…“

ნივთებს შორის, რომელიც ოჯახს გადასცეს არის სამხედრო ტანსაცმლის 8 ღილი და მინიატურული ზარი.  ზარი, რომელიც საბოლოოდ სახლის სიმბოლო გახდა.

„იცი როგორი ზარია ეს? სახლში ხომ ყველას გაქვთ ნივთი, რომელიც მთელი ცხოვრება გახსოვთ და არასდროს არავის სჭირდება. ხან ერთ ლარნაკში გდია, ხან უჯრაში, ხან თაროზე… წლების განმავლობაში არ ჩანს, შემდეგ სადღაც წააწყდები და გაგიკვირდება, რომ კიდევ არსებობს. ეს ზარი ჰქონდა ზურას წაღებული.

ერთხელ ოპერაციიდან მოვედით, მე ვწევარ, ზურა ბოლთას სცემს და ყურთან ამ ზარს აწკარუნებს. შევხედე, რას აკეთებ-თქო, გამომხედა და მითხრა: ამას რომ ვუსმენ, სახლში ვარო.

ეს ზარი რომ გადმომცეს, თავი ვეღარ შევიკავე… ეგრევე გამახსენდა ის მომენტი და ვთქვი: „მართლა სახლში ხარ, ძმაო…“

***

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც ჩართულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო.

საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.

მოლაპარაკებების შედეგად, უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი იპოვეს, 148 ნეშტი უკვე იდენტიფიცირებულია და ეს პროცესი გრძელდება.

 

თამთა უთურგაშვილი

WP_Query Object
(
    [query] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => afkhazetis-omi
                                    [2] => neshtebis-identificireba
                                    [3] => beso-dzamunashvili
                                    [4] => zura-dzamunashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 242707
                )

        )

    [query_vars] => Array
        (
            [post_type] => post
            [post_status] => publish
            [posts_per_page] => 3
            [orderby] => ASC
            [tax_query] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [field] => slug
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => afkhazetis-omi
                                    [2] => neshtebis-identificireba
                                    [3] => beso-dzamunashvili
                                    [4] => zura-dzamunashvili
                                )

                        )

                )

            [post__not_in] => Array
                (
                    [0] => 242707
                )

            [error] => 
            [m] => 
            [p] => 0
            [post_parent] => 
            [subpost] => 
            [subpost_id] => 
            [attachment] => 
            [attachment_id] => 0
            [name] => 
            [static] => 
            [pagename] => 
            [page_id] => 0
            [second] => 
            [minute] => 
            [hour] => 
            [day] => 0
            [monthnum] => 0
            [year] => 0
            [w] => 0
            [category_name] => 
            [tag] => 
            [cat] => 
            [tag_id] => 16375
            [author] => 
            [author_name] => 
            [feed] => 
            [tb] => 
            [paged] => 0
            [meta_key] => 
            [meta_value] => 
            [preview] => 
            [s] => 
            [sentence] => 
            [title] => 
            [fields] => 
            [menu_order] => 
            [embed] => 
            [category__in] => Array
                (
                )

            [category__not_in] => Array
                (
                )

            [category__and] => Array
                (
                )

            [post__in] => Array
                (
                )

            [post_name__in] => Array
                (
                )

            [tag__in] => Array
                (
                )

            [tag__not_in] => Array
                (
                )

            [tag__and] => Array
                (
                )

            [tag_slug__in] => Array
                (
                )

            [tag_slug__and] => Array
                (
                )

            [post_parent__in] => Array
                (
                )

            [post_parent__not_in] => Array
                (
                )

            [author__in] => Array
                (
                )

            [author__not_in] => Array
                (
                )

            [ignore_sticky_posts] => 
            [suppress_filters] => 
            [cache_results] => 1
            [update_post_term_cache] => 1
            [lazy_load_term_meta] => 1
            [update_post_meta_cache] => 1
            [nopaging] => 
            [comments_per_page] => 50
            [no_found_rows] => 
            [order] => DESC
        )

    [tax_query] => WP_Tax_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                    [0] => Array
                        (
                            [taxonomy] => post_tag
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => afkhazetis-omi
                                    [2] => neshtebis-identificireba
                                    [3] => beso-dzamunashvili
                                    [4] => zura-dzamunashvili
                                )

                            [field] => slug
                            [operator] => IN
                            [include_children] => 1
                        )

                )

            [relation] => AND
            [table_aliases:protected] => Array
                (
                    [0] => mob1n_term_relationships
                )

            [queried_terms] => Array
                (
                    [post_tag] => Array
                        (
                            [terms] => Array
                                (
                                    [0] => fortunas-temebi
                                    [1] => afkhazetis-omi
                                    [2] => neshtebis-identificireba
                                    [3] => beso-dzamunashvili
                                    [4] => zura-dzamunashvili
                                )

                            [field] => slug
                        )

                )

            [primary_table] => mob1n_posts
            [primary_id_column] => ID
        )

    [meta_query] => WP_Meta_Query Object
        (
            [queries] => Array
                (
                )

            [relation] => 
            [meta_table] => 
            [meta_id_column] => 
            [primary_table] => 
            [primary_id_column] => 
            [table_aliases:protected] => Array
                (
                )

            [clauses:protected] => Array
                (
                )

            [has_or_relation:protected] => 
        )

    [date_query] => 
    [request] => SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS  mob1n_posts.ID FROM mob1n_posts  LEFT JOIN mob1n_term_relationships ON (mob1n_posts.ID = mob1n_term_relationships.object_id) WHERE 1=1  AND mob1n_posts.ID NOT IN (242707) AND ( 
  mob1n_term_relationships.term_taxonomy_id IN (20334,25061,25062,18158,16375)
) AND mob1n_posts.post_type = 'post' AND ((mob1n_posts.post_status = 'publish')) GROUP BY mob1n_posts.ID ORDER BY mob1n_posts.post_date DESC LIMIT 0, 3
    [posts] => Array
        (
            [0] => WP_Post Object
                (
                    [ID] => 306496
                    [post_author] => 22
                    [post_date] => 2018-11-15 15:24:55
                    [post_date_gmt] => 2018-11-15 11:24:55
                    [post_content] => საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ძირითად კანდიდატებს შორის 1%-იანი სხვაობით დასრულდა. მეორე ტურის წინ, ხმების მოსაპოვებლად „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი რესურსების მობილიზებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ ხმაურიანი განცხადებების ფონზე გამოეყო, პირველად შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც „შეურიგდა“. ამის პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" „ძველ გვარდიას" უხმო.

"ქართული ოცნება" და ე.წ. ძველი გვარდია

"ქართულ ოცნებაში" უჭირთ იმაზე საუბარი, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიაში, თუმცა აღიარებენ, რომ მეორე ტურის წინ ძველი სახეების გვერდით დგომა საჭირო გახდა. როგორც გედევან ფოფხაძემ ფორტუნას უთხრა, "ქართული ოცნების" ძველი სახეები მხარდასაჭერად მზად არიან და ისინი შესაძლოა, მეორე ტურამდე საჯაროდ ვიხილოთ მათ გვერდით. „ეს ადამიანები უკვე ჩნდებიან, მოდიან ოფისებში, ცენტრალურშიც, რეგიონალურშიც. კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილზე არ ვიცი, მაგრამ ის ისეთი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, გვერდზე არ გაიწევა. ძალიან ბევრი გამოჩნდა, არ მინდა სახელების და გვარების ჩამოთვლა, დარწმუნებული ვარ, რაღაც ფორმით ეს ხალხი დაფიქსირდება, მეორე ტურამდე ვიხილავთ და ანონსისგან თავს შევიკავებ,“ - ამბობს გედევან ფოფხაძე. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებას" რესურსი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც კოალიცია დაიშალა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს მხოლოდ პრორუსული ძალები უჭერენ. „დღეს „ქართული ოცნება“, გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, არის ჩამოქვეითებული "ჭე" კლასში. მათ კანდიდატს მხარს უჭერს პრორუსული ძალები. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, ეს არის ის ძალები, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა ზედმეტი ტვირთი და არიან კიდევ ოდიოზური ფიგურები. ოდიოზური პირების გამოჩენა კი, უფრო ბნელ იერს აძლევს "ოცნებას". ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ქუთაისში ზღვის პორტის აშენება უნდოდათ და ა.შ.  მათ არ ჰყავთ არცერთი ინტელექტუალური დამცველი. იდეის მხარდაჭერა რომ უნდათ, ექსპერტს ვერ ეძებენ, რომ საკუთარ ტელევიზიაში ასაუბრონ,“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ოპოზიციის შერიგება

„ქართულ ოცნებაში“ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" შერიგებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. როგორც გედევან ფოფხაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, "ენმ"-ს "ევროპული საქართველო" მეორე ტურის წინ სჭირდება, თუმცა, არჩევნების შემდეგ პროცესების სხვაგვარ განვითარებას ელოდება. „ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად, სააკაშვილი იმდენად ჩემთვის არის რევანშისტული და პოზიტივს მოკლებული, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მაგათ ცხედრებზეც გადაივლის, ჩემს ცხედარზეც და ყველა დანარჩენის, ოღონდ ძალაუფლება მიიღოს და ახლა თუ იმის ილუზია აქვთ, რომ შევრიგდებით და მომავალში ისევ ერთად ვიქნებით, არ არის მიშა სააკაშვილი იმის კაცი, რომ მაშინ რაც მიიღო, მათგან გულში არ დაიტოვოს და ახლანდელი ილუზიები გაიფანტება. სააკაშვილმა ყველაფერზე გადაირა თავის დროზე,“ - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე. მსგავსი განცხადება არ არის პირველი, რომელსაც გედევან ფოფხაძე აკეთებს, ცოტა ხნის წინ ის სამოქალაქო ომზეც საუბრობდა. რაც შეეხება, მსგავსი სიტუაციის დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, აიცილოს ასეთი პროცესები, გედევან ფოფხაძეს უახლესი ისტორიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ასეთ დროს პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება არ არის. „პასუხისმგებლობა ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა, მაგრამ არის ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობა და საჯარო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, როცა რაღაც ხდება. იმის თქმა, რომ სამოქალაქო ომი მარტო ზვიად გამსახურდიას ბრალი იყო, არასწორი იქნება,“ - აღნიშნავს დეპუტატი. ოპოზიციის გაერთიანებაში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს რომან გოცირიძე. დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად ერთმანეთში არსებული დაპირისპირებისა, დღეს ისინი როგორც „ევროპულ საქართველოსთან, ასევე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და სხვებთან შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილისთვის ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობის მიცემა არ შეიძლება. გოცირიძეს არაბუნებრივი არც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან შერიგება ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ოქრუაშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებდა, რომელიც არა უბრალოდ პარტიულ დაპირსიპირებას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა. „როცა ის დგას გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან და სხვებმაც დაინახეს საფრთხეები, რომელიც მოდის „ქართული ოცნებისგან“ და განსაკუთრებით მისი კანდიდატისგან, სალომე ზურაბიშვილისგან. საკითხი ასე დგას, ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვა ან მომავალი განვითარების მხარდაჭერა. გარდა ამისა, ეს ადამიანები არიან ინფორმაციის მატარებლები, როცა კითხვას მისვამთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილისგან გავრცელდა ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაშვილმა აფხაზეთს განგრენა უწოდა და თქვა, რომ ეს უნდა მოვიშოროთ,“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.  

რა შესაძლო შედეგების მომტანი იქნება „შერიგებები“ მეორე ტურში

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირველი ტურის შედეგების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა და ფიგურათა გადაადგილებები ორივე მხარეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით, შედეგები შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ჰქონდეთ.   „როცა გაერთინება მოხდა "ნაციონალების" მხარეს, ამას რეალური შედეგი ექნება, რადგან იქ ფიგურათა კი არა, ძალთა გაერთიანებაზეა საუბარი. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველთა 80-90% ვაშაძეს მისცემს ხმას. იქით მხარეს ხდება ძალთა რეალური კონცენტრაცია, ამ დროს "ქართული ოცნება" ეძებს ფიგურებს, რომელიც რაღაც შედეგს მოიტანს, მაგრამ მნიშვნელოვანს არა. თუ ძველი გვარდიის გვერდით დგომა ამას გულისხმობს და არა ამომრჩევლის გვერდით დგომას, მაშინ ეს შედეგის მომტანი დიდად ვერ იქნება,“- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. დაახლოებით ამავე აზრს იზიარებს პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც, თუმცა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში მარტო არ იქნება და მისი მხარდაჭერილი კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერების ხმებსაც მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“, საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა 88 000 ხმა მიიღო, 5%- იანი ბარიერი გადალახა. დიდი ალბათობით თუ პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებმა და „დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, ისინი უკვე მეორე ტურში მხარს დაუჭერენ ზურაბიშვილს,“- აცხადებს ნიკა ჩიტაძე. ამასთან ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ენმ"-ის ირაკლი ოქრუაშვილთან შერიგება შეცდომაა, რადგან ოქრუაშვილმა ბევრი პრობლემა შექმნა თავის დროზე და ამასთან, ვერც რაიმე რეიტინგს შემატებს გაერთიანებული ოპოზიციას და მის კანდიდატს.   არჩევნების წინ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ვახტანგ ძაბირაძეც. ის მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ ქმედებებში შედარებით თავისუფალია, რადგან მას საკუთარი ელექტორატი ჰყავს. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2018 წელს ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ „ენმ"-ამ ფაქტიურად აღადგინა 2012 წელს არსებული სტატუსკვო“, „ქართულ ოცნებას“ კი, ამომრჩევლის მობილიზება უჭირს. მიზეზებზე საუბრისას პოლიტოლოგი 6 წელში დაშვებულ შეცდომებთან ერთად, უშუალოდ არჩევნების წინ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. შეიძლება არჩევნების წინ კარვებზე მიღებული გადაწყვეტილება ნორმალურად ჩაითვალოს? შეცდომაა გადაწყვეტილება, რომ კარვები არ უნდა გაეშალათ, იმდენად დიდი შეცდომაა, რომ გარდა იმისა, რომ 1-ის ნაცვლად 25 კარავი მიიღეს, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელისუფლებო გუნდში ვერ აანალიზებენ ან შეგნებულად დგამენ ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, მცდარ ნაბიჯებს,“ - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ მივიდა. 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (52.26) არ დააფიქსირა. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის დანიშნული. არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შუა კვირაში არჩევნების დანიშვნას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის აქტივობაზე ნეგატიურად აისახება.  

თაკო ივანიაძე

[post_title] => „ეს ადამიანები უკვე ჩნდებიან" - რას მოიტანს "ძველი გვარდია" და შერიგება ოპოზიციურ სპექტრში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => es-adamianebi-ukve-chndebian-ras-moitans-dzveli-gvardia-da-sherigeba-opoziciur-speqtrshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 15:24:55 [post_modified_gmt] => 2018-11-15 11:24:55 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306496 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [1] => WP_Post Object ( [ID] => 305212 [post_author] => 8 [post_date] => 2018-11-15 11:30:45 [post_date_gmt] => 2018-11-15 07:30:45 [post_content] => ე.წ. საზღვრისპირა სოფლები, თანდათან იცლება. ადგილობრივებს, რომლებიც საზღვრის ბუნებრივი მცველები არიან, საკმაოდ რთულ სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. შეზღუდულ რესურსებთან და მიტაცებულ ტერიტორიებთან ერთად, ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში არიან, თან ის ადამიანები, რომლებმაც არ იციან ე.წ. საზღვრის მეორე მხარეს როდის აღმოჩნდებიან. ოკუპაცია ცოცვით მათ სახლებს დღითიდღე უახლოვდება. მეცხოველეობა და მიწათმოქმედება - ამ ძირითადი საქმიანობით ირჩენენ თავს ადგილობრივები. ცხოველებს იტაცებენ, ხანდახან მათ პატრონებსაც, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მიწის დამუშავებას ვერ ახერხებენ. ომიდან 10 წელი, ასეთ პირობებში ცხოვრება ცოტამ შეძლო. საზღვრისპირა სოფლებიდან უმეტესობა თბილისში მიდის. ვინც დარჩა, ზოგის ბაღი მავრთულხლართებს მიღმაა, ზოგის მავრთულხლართებზე... საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე დარჩენილები ამბობენ, რომ არსებულ მიწებსაც საზღვრის მიღმა მცხოვრებლების საქონელი აფუჭებს და თავის რჩენის არანაირი საშუალება არ რჩებათ.
"გაუსაძლისია აქ ცხოვრება... გვიჭირს ნაკვეთებში გამოსვლა, დამუშავება... თუ დავამუშავებთ, გადმოდის იმათი საქონელი და გვიფუჭებენ. ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ. რამე რომ დავუშავოთ [აქ გადმოსულ ცხოველს] გვეშინია მერე იმათმა არ დაგვიშავონ რამე. ახლა ისე ვართ, არც ნაკვეთი დაგვიმუშავებია, არაფერი... საქონელს ვერ გამოვრეკავთ, გვეშინია არ წაგვიყვანონ. ძალაუნებურად ეს ადგილიც დაკარგულია, ვერ გამოვდივართ," - აცხადებენ სოფელ ატოცის მკვიდრები "ფორტუნასთან".
სოფელში პრობლემაა ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები. თითქმის ყველა ე.წ. საზღვრისპირა სოფელი, გზის და სარწყავი წყლის გარეშეა.
"ყველანაირად გამოყოფილები ვართ. წყალი გვინდა, გზა გვინდა..."
https://youtu.be/M_osGTnc9I0
"ეს ხდება მთავრობის უყურადღებობის გამო," - აღნიშნავს ამ საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე.
ექსპერტი აღნიშნავს, რომ სასოფლო სამეურნეო მიწების დამუშავება აუცილებელია, ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრებისთვის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დაუმუშავებელი მიწები, თუნდაც ამ რეგიონში, მხოლოდ ოკუპაციისა და შიშის ბრალია.
"ჩვენ ნაყოფიერ ნიადაგებს სხვა რეგიონებშიც ვერ ვიყენებთ და იგივე სურათია, როგორც მიმდებარე ისე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფაქტობრივად, მექანიკურად გრძელდება რაღაც მოცულობით ბოსტნეულის და ხილის მოყვანა, თუმცა სერიოზული აგროწარმოება არ არსებობს (ცალკეულ პროექტებს თუ არ ავიღებთ). სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა, მკაფიო და კარგად ჩამოყალიბებული, არ არსებობს და ეს არის რეალური პრობლემა," - ამბობს ექსპერტი.
ვაჟა ბერიძე ფიქრობს, რომ მთავარი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში უნდა გაკეთდეს, ახალგაზრდების ადგილზე შენარჩუნებაა. მისი აზრით, უნდა გააქტიურდეს ასეთი პროგრამები და გაიზარდოს მათთვის გამოყოფილი დაფინანსება.
"აქ ძირითადად რჩება ის ხალხი, რომლებიც უფროსი ასაკის არიან და საცხოვრებლის შეცვლა არ სურთ. აუცილებელია ვიზრუნოთ ამ რეგიონებში ახალგაზრდების შენარჩუნებაზე. ამისთვის უნდა შეიქმნას პირველ რიგში სოციალური ინფრასტრუქტურა, იმისთვის რომ ადამიანი ქვეყნისგან და საზოგადოებისგან თავს გარიყულად არ გრძნობდეს" - აღნიშნა "ფორტუნასთან" ვაჟა ბერიძემ.
ამ რეგიონის მცხოვრები მოსახლეობის სოციალური პრობლემები მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული, მაგრამ რაც კეთდება, ის აშკარად არასაკმარისია. ექსპერტი "ფორტუნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ეს ეროვნული სტრატეგიის საკითხი უნდა იყოს, რადგან სოფლების დაცლას რაც მოყვება, ამის მაგალითი ისტორიაში მრავლად გვაქვს.
"განსაკუთრებით მკვეთრი აქცენტები უნდა დაისვას, წყლით, გზებით, სურსათით, ამ რეგიონების მოსახლეობის მომარაგების და უზრუნველყოფის მიზნით. ისტორიულადაც თავის დროზე, შიდა ქართლის დაცლას რა მოყვა, კარგად ვნახეთ. ამ სივრცეს შემდეგ ითვისებს ამ ტერიტორიებზე ისტორიულად არამცხოვრები მოსახლეობა, რომლებსაც შემდეგ თვითგამორკვევის ინტერესი უჩნდება, ეს კი საერთო ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნისთვის მიუღებელი მდგომარეობაა. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ გამყოფ ხაზთან ჩვენი ინტერესების დასაყრდენი მოსახლეობა შევინარჩუნოთ," - აცხადებს ვაჟა ბერიძე.
2010 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს ოკუპირებული ზონების მიმდებარე სოფლებში სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება დაავალა, თუმცა ეს დავალება თაროზე შემოდებული დარჩა. იმის მიუხედავად, რომ წინა ხელისუფლების დროსაც და დღესაც, საქართველოს მთავრობას დეკლარირებული აქვს ის, რომ ამ რეგიონებში მოსახლეობის დახმარება უმნიშვნელოვანესი საკითხია, ფაქტი სახეზეა, რომ ზამთარში შეშით მომარაგება, თუ სხვა წერტილოვანი დახმარებები მათ მდგომარეობას უკეთესობისკენ ვერ ცვლის.

ხარკი ოკუპანტისთვის - ოკუპაცია ციფრებში

უჭირთ მავრთულხლართების იქით დარჩენილებსაც. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, თვეში ერთხელ პენსიის ასაღებად თავს საფრთხეში იგდებს და ეკლიან ბარიერს გადმოდის. ამაში მათ "ძველი მეზობლები" ეხმარებიან. ერთადერთი დახმარება ბარიერს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ესაა.
"ძალიან ძნელია საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის რაიმეს გაკეთება, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ. ამ რეგიონში არსებული ვითარების შესწავლისთვის, შესაბამის ჯგუფებსაც კი, არ უშვებენ. რაც მთავარია, საოკუპაციო რეჟიმები არ აძლევენ საშუალებას მთავრობას და საერთაშორისო ორგანიზაციებს იმოქმედონ, რათა განახორციელონ სპეციალური პრობლემები, რეგიონის მოსახლეობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ ყველანარიად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ურთიერთობები აღდგეს, იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეების სიდუხჭირიდან გამოყვანის საშუალება გვქონდეს," - აღნიშნავს "ფორტუნასთან" ინტერვიუში ექსპერტი ვაჟა ბერიძე.
უკიდურესმა გაჭირვებამ, ეს ადგილები საუკუნეების უკან გადაისროლა. აქ ხალხით ვაჭრობენ და მათთვის ეს შემოსავლის გარკვეული წყაროცაა. [caption id="attachment_306140" align="aligncenter" width="640"] ფოტო: „დამოუკიდებლობის ფასი“. ნახატი კედელზე, გორი, საქართველო. ფოტო გადაღებულია 2017 წლის 30 ივნისს. ©FIDH-HRIDC[/caption] ცოტა ხნის წინ, ქართველების გატაცება უფრო სარფიანი საქმე გახდა, რადგან ჯარიმები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე 800 ლარამდე (20 000 რუბლი) გაიზარდა. ამ დრომდე, ჯარიმის გადასახადი დაახლოებით 70 ლარამდე იყო. ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი, ჯარიმების გაზრდის მიზეზად, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გაზრდილ სტატისტიკას ასახელებს.  ე.წ. საზღვრის კვეთის შესახებ დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემები ასეთია: ივნისში ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის 73 ადამიანი დააკავეს, ივლისში - 70, აგვისტოში - 56. აგვისტოს ომიდან დღემდე, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების რეჟიმებს მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, დაახლოებით, 7.5 მლნ რუსული რუბლი აქვთ აღებული, რაც დაახლოებით 300 000 ლარია. ამ 300 000 ლართან ერთად, 2008 წლის შემდეგ საქართველომ დაკარგა კონტროლი 151 დასახლებულ პუნქტზე (135 ცხინვალის რეგიონში და 16 კოდორის ხეობაში) და აქ მცხოვრებ მოსახლეობაზე. თუმცა ეკონომიკურ პრობლემას არა ციფრები, არამედ თავად ოკუპაცია ქმნის.
"ოკუპაცია არღვევს ქვეყნის მთლიან ეკონომიკურ მდგრადობას და ქმნის უამრავ სოციალურ პრობლემას, როგორც მოცემულ რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, რამდენადაც გადაადგილების შეზღუდვა, ვაჭრობის გაქრობა, ფაქტობრივად ეკონომიკური ურთიერთობების სტაგნაცია და შემდეგ ნულზე დასვლა, ქმნის რეალურ პრობლემებს. ამასთან, ქვეყნის ბიზნეს გარემო, ეკონომიკური თავისუფლების მახასიათებლები, ოკუპაციის არსებობის პირობებში უარესდება, ამდენად თითოეული ჩვენგანის და ქვეყნის ამოცანაა, ამ რეგიონების დეოკუპაცია, რომლის გარეშეც სოციალური ვითარების გაუმჯობესება შეუძლებელია," - განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
დეოკუპაცია კი ის დაპირებაა, რომელიც ხელისუფლებების ცვლილებების მიუხედავად, არ სრულდება. ნახეთ ამავე თემაზე: “გგონია, რომ მავრთულხლართებთან სულ ვიღაც არის” – ცხოვრება მტაცებელი მეზობლის გვერდით [ვიდეო]  

თამთა უთურგაშვილი

[post_title] => "ეს ადგილიც დაკარგულია, გვეშინია, ვერ გამოვდივართ" - როგორია ცხოვრება საოკუპაციო ხაზთან [ვიდეო] [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => es-adgilic-dakargulia-gveshinia-ver-gamovdivart-rogoria-ckhovreba-saokupacio-khaztan-video [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 11:30:45 [post_modified_gmt] => 2018-11-15 07:30:45 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=305212 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [2] => WP_Post Object ( [ID] => 305067 [post_author] => 21 [post_date] => 2018-11-14 12:01:11 [post_date_gmt] => 2018-11-14 08:01:11 [post_content] => სამხედრო სამსახურის გადავადების მოსაკრებლით 9 თვეში ბიუჯეტში 860 ათას ლარზე მეტი შევიდა. კერძოდ, იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი 775 596 ლარით შეივსო, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში კი, 84 800 ლარზე მეტი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს თანხა დაახლოებით 10 000 ლარითაა გაზრდილი. სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებისათვის „სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებელი 2000 ლარს შეადგენს. პირს სავალდებულო სამსახურის გადავადება ორჯერ შეუძლია. ახალწვეულებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება იწვევს, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, შსს, იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური დაცვის სამსახური, დაზვერვის სამსახური და ა.შ. შესაბამისად, ჯარში მსახურება ახალწვეულებისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუმცა რეალობა სხვაა. ახალგაზრდები ადასტურებენ, რომ სამხედრო სამსახურში მსახურება არ უნდათ და რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. ერთ-ერთი ასეთი, ახალგაზრდების თქმით, ტყუილად გაფლანგული დროა, რომელი ურცევნიათ სწავლისთვის, მუშაობისა და პირადი ცხოვრებისთვის გამოიყენონ. ხშირია შემთხვევები, როცა ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლების პროცესს იხანგრძლივებენ, თუმცა ბუნებრივია, ესეც გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული. „სამსახური მაქვს, თან მაგისტრატურაზე ვსწავლობ, წელს ვამთავრებ. ჯარში წასვლა იმიტომ არ მინდა, რომ ამ ყველაფერს უნდა ჩამოვშორდე, ჩემთვის იქ ყოფნა უინტერესოა. ვიცი, რომ ინტენსიური ვარჯიში და მზადება არ მიდის, მე კი თუნდაც ჩემი ხელფასი არ მიღირს ჯარში მსახურებად, „ვიშკაზე“ სადგომად,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ თ.რ., რომელმაც სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა. თ.რ.-ს მსგავსად, სამხედრო სავალდებულო სამსახურს ძალიან ბევრი ახალგაზრდა არიდებს თავს. ამის გამომწვევ მიზეზებზე სფეროს ექსპერტები საკმაოდ ბევრს მსჯელობენ.  

რატომ არიდებენ ახალგაზრდები თავს სამხედრო სამსახურს?!

  სავალდებულო სამხედრო სამსახურის ის ფორმა, რაც დღეს საქართველოშია, მოქალაქეების ნაწილისთვის მიუღებელია. ჯარში წასვლის მთავარი მოტივაცია, როცა ქვეყნის ნაწილი ოკუპირებულია, ბრძოლისუნარიანობის გაზრდაა. მთავრობის დადგენილების მიხედვით, გაზაფხულზე დაახლოებით 3000-მდე ახალგაზრდას იწვევენ, მათგან თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში ხვდება 600-700, ხოლო დანარჩენი შსს-ს დაცვის პოლიციისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტზე ნაწილდება, სადაც, წვრთნის ნაცვლად, დაცვის ფუნქციას ასრულებენ მინიმალური გასამრჯელოს სანაცვლოდ - თვეში 50 ლარად. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში. იმის გამო, რომ ახალგაზრდებს არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში წასვლა, ხოლო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაშიც კი, 27 წლამდე სწავლა არ გრძელდება, ჯარისთვის თავის არიდების საშუალებად იქცა ე.წ. უფასო პროფესიები. სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება 17 მიმართულება. ხელახლა ჩაბარების შემდეგ, ე.წ. სტუდენტები სავალდებულო სამსახურის ზედა ზღვარს აბიჯებენ და შემდეგ მე-2-მე-3 კურსიდან, როგორც წესი, უნივერსიტეტებს ტოვებენ. ახალი ხრიკი მოიფიქრა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა „გირჩი” და სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავის ასარიდებლად რელიგიური ორგანიზაცია - „ბიბლიური თავისუფლება” ჩამოაყალიბა. იქ „სასულიერო პირებს” აკურთხებენ და შესაბამის ცნობასაც გასცემენ. სამოქალაქო-სამხედრო სამსახურის ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენელი, ირაკლი ლექვინაძე ერთ-ერთია, ვინც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხარვეზებზე საუბრობს. ლექვინაძის თქმით, გადავადების საფასურის გადამხდელები მიუთითებენ სახელმწიფოს, რომ სისტემაში არის ფუნდამენტური ხარვეზი და საჭიროა სხვა კონცეპციის შემუშავება. ახალწვეულები ვერ იღებენ შესაბამის უნარ-ჩვევებს, რაც ქვეყნის დაცვისთვის არის საჭირო და მათგან ერთადერთი სარგებელი ისაა, რომ ეს ადამიანები შედარებით იაფად ემსახურებიან სხვადასხვა სტრუქტურას. „რეალურად, იმას ვიღებთ, რომ არც საბრძოლო უნარ-ჩვევების შეძენის თვალსაზრისით, არც მომზადებული რეზერვის დაგროვების თვალსაზრისით, არც საბრძოლო სულისკვეთების და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თვალსაზრისით, ეს ეფექტს არ იძლევა. ერთადერთი, რაც დღეს არის, ამის მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ის, რომ სახელმწიფოს უხელფასო პერსონალი ჰყავს,“ - ამბობს ირაკლი ლექვინაძე. საბჭოთა გადმონაშთს უწოდებს თანამედროვე სამხედრო სამსახურს "საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე. ეს კი, ექსპერტის შეფასებით, ერთ-ერთია იმ მიზეზთაგან, რის გამოც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებენ. „ჩვენთან ჯარის საკითხი საბჭოთა გადმონაშთია, როცა აუცილებელი იყო ჯარში წასვლა. როცა ახალგაზრდები ჯარში მიჰყავთ, ისინი ძირითადად, საყარაულოდ მიდიან. ანუ ჩვენ საკუთარ ახალგაზრდებს წელიწადის განმავლობაში ვწყვეტთ პირად გეგმებს, რომ ყარაულში დავაყენოთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დღემდე ვერ შევქმენით ისეთი სისტემა, სადაც ახალგაზრდები ბოლომდე დაცულად იქნებიან და ინტერესი ექნებათ ამ ვალდებულების შესრულების. სტუდენტები მაგისტრატურაზე აბარებენ ორ-ორჯერ იმისთვის, რომ ჯარში არ წავიდნენ,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ხარშილაძე. სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი ფიქრობს, რომ ყველაზე კარგი ვარიანტი ის იქნება, თუ ახალწვეულებს მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო გაიწვევს. „სხვა უწყებებში, სადაც ახალგაზრდებს იწვევენ, მათი მომზადება, როგორც ჯარისკაცის, ფაქტობრივად არ ხდება. მათ ძირითადად, მხოლოდ დაცვის სამსახურის შესრულება უწევთ - ან კართან, ან საგუშაგოზე დგომა. სხვადასხვა სამინისტროს არც აქვს ყაზარმა და დასვენების დღეებში ახალწვეულები სახლში მოდიან. ისინი როგორც მორიგეები, სამ დღეში ერთხელ მსახურობენ. ის, რაც ქვეყანას უნდა, რომ რიგითი ჯარისკაცი რეზერვისტად გამოდგეს, ანუ უკვე მომზადებული იყოს, ამ ახალგაზრდებისგან ნაკლებად უნდა ველოდეთ. ამიტომ, ყველაზე კარგი ვარიანტია, რომ ახალწვეულთა გაწვევა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივა იყოს,“ - ამბობს „ფორტუნასთან“ ალადაშვილი.  

სიახლეები ახალწვეულებისთვის

  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალწვეულების ის ნაწილი, რომელიც კონკრეტულად ამ სტრუქტურას ეკუთვნის, გადამზადების ახალ მოდელს გაივლის. ეს კი გულისხმობს შაბათ-კვირას დასვენებას და ხელფასის 65 ლარამდე გაზრდას. გარდა ამისა, ახალწვეულები 3 თვიან იდენტურ წვრთნებს გაივლიან, რასაც კონტრაქტზე მომუშავე ჯარისკაცები გადიან. პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე აცხადებს, რომ სისტემა გაუმჯობესებას საჭიროებს, თუმცა ძირეული ცვლილებები მასში არ იგეგმება. კობალაძის განმარტებით, სამხედრო სამსახური მხოლოდ საბრძოლო მოქმედებებს არ მოიცავს და თუნდაც მორიგეობა ან საკვების მომზადება არ აკნინებს სამხედრო მოსამსახურეს და არც იაფ მუშახელთან გვაქვს საქმე. „ის, რომ საგუშაგოზე ადამიანი დგას გარკვეული პერიოდი, მორიგეობა აქვს და ამ მორიგეობის რაღაც პერიოდი აქვს დასვენების, დარჩენილი კი - აქტიური მოქმედებების, არანაირად არ აკნინებს არც მის პასუხისმგებლობას, არც ავტორიტეტს და არც შემართებას, რადგან შეიძლება ბევრ შემთხვევაში მოყარაულე გაცილებით ეფექტური და შედეგიანი იყოს, ვიდრე რაღაც ეპიზოდში ტანკში მჯდომი ადამიანი,“ - აცხადებს კობა კობალაძე. გარდა ამისა, კობა კობალაძის თქმით, გარკვეული მაქინაციებით სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება არ უნდა ხდებოდეს, რადგან ეს ყველა მოქალაქის მოვალეობაა. „საკმაოდ ბევრი საკანონმდებლო ინიციატივაა დასაყენებელი, რადგან ჩვენ ალბათ ვუყურებთ იმას, რომ ბევრი ცდილობს, მაქინაციებით აიცილოს ქვეყნისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნა, რომელიც არ უნდა იყოს წახალისებული არც სახელმწიფოს და არც თითოეული ჩვენგანის მხრიდან,“ - განაცხადა კობალაძემ. კობალაძეს ოპონირებას უწევს ნოდარ ხარშილაძე და "ფორტუნასთან" ამბობს, რომ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღემდე ვერ მიიღო გადაწყვეტილება, უნდა იყოს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური ახალგაზრდებისთვის. „მოიკითხეთ, დაიწყეთ კომიტეტის თავმჯდომარიდან, თავად რომელია ჯარში ნამყოფი?! მერე კითხეთ, რატომ არ არიან ჯარში ნამყოფები? სხვებს რომ მაქინაციებს უწოდებენ. აქედან გამომდინარე, სურათიც შეგვექმნება ძალიან ნათელი, რომ ეს ხალხი კაბინეტის ლომები არიან, ლაპარაკი ბევრი იციან, მაგრამ რეალობაში რა ხდება, წარმოდგენა არ აქვთ. ძალიან კარგი გადაწყვეტილება ჰქონდა თინა ხიდაშელს, როდესაც ერთი პერიოდი გააუქმა თავდაცვაში გაწვევა, ამათ კი - აღადგინეს. ჩემი აზრით, ამ ფორმით სავალდებულო გაწვევა გასაუქმებელია,“ - განუცხადა „ფორტუნას“ ნოდარ ხარშილაძემ. არსებული სისტემა რომ გასაუმჯობესებელია, ამაზე ყველა თანხმდება, თუმცა, რამდენად რეალურია ამ კუთხით ძირეული ცვლილებების განხორციელება ახლო მომავალში, ჯერჯერობით უცნობია.

თათია კაკიაშვილი

[post_title] => 2000 ლარი "ვიშკაზე" დგომის სანაცვლოდ - პრობლემები სამხედრო სავალდებულო სამსახურში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => 2000-lari-vishkaze-dgomis-sanacvlod-problemebi-samkhedro-savaldebulo-samsakhurshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-14 12:01:11 [post_modified_gmt] => 2018-11-14 08:01:11 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://fortuna.ge/?p=305067 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) ) [post_count] => 3 [current_post] => -1 [in_the_loop] => [post] => WP_Post Object ( [ID] => 306496 [post_author] => 22 [post_date] => 2018-11-15 15:24:55 [post_date_gmt] => 2018-11-15 11:24:55 [post_content] => საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ძირითად კანდიდატებს შორის 1%-იანი სხვაობით დასრულდა. მეორე ტურის წინ, ხმების მოსაპოვებლად „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი რესურსების მობილიზებას ცდილობს. მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ „ევროპული საქართველო“ ხმაურიანი განცხადებების ფონზე გამოეყო, პირველად შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილი და გიგი უგულავა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილსაც „შეურიგდა“. ამის პარალელურად კი, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნების" „ძველ გვარდიას" უხმო.

"ქართული ოცნება" და ე.წ. ძველი გვარდია

"ქართულ ოცნებაში" უჭირთ იმაზე საუბარი, რას გულისხმობდა ბიძინა ივანიშვილი ძველ გვარდიაში, თუმცა აღიარებენ, რომ მეორე ტურის წინ ძველი სახეების გვერდით დგომა საჭირო გახდა. როგორც გედევან ფოფხაძემ ფორტუნას უთხრა, "ქართული ოცნების" ძველი სახეები მხარდასაჭერად მზად არიან და ისინი შესაძლოა, მეორე ტურამდე საჯაროდ ვიხილოთ მათ გვერდით. „ეს ადამიანები უკვე ჩნდებიან, მოდიან ოფისებში, ცენტრალურშიც, რეგიონალურშიც. კონკრეტულად ირაკლი ღარიბაშვილზე არ ვიცი, მაგრამ ის ისეთი ადამიანია, დარწმუნებული ვარ, გვერდზე არ გაიწევა. ძალიან ბევრი გამოჩნდა, არ მინდა სახელების და გვარების ჩამოთვლა, დარწმუნებული ვარ, რაღაც ფორმით ეს ხალხი დაფიქსირდება, მეორე ტურამდე ვიხილავთ და ანონსისგან თავს შევიკავებ,“ - ამბობს გედევან ფოფხაძე. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ "ქართულ ოცნებას" რესურსი მას შემდეგ აღარ აქვს, რაც კოალიცია დაიშალა. რომან გოცირიძე ამბობს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს მხარს მხოლოდ პრორუსული ძალები უჭერენ. „დღეს „ქართული ოცნება“, გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, არის ჩამოქვეითებული "ჭე" კლასში. მათ კანდიდატს მხარს უჭერს პრორუსული ძალები. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიას, ეს არის ის ძალები, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ აღმოჩნდა ზედმეტი ტვირთი და არიან კიდევ ოდიოზური ფიგურები. ოდიოზური პირების გამოჩენა კი, უფრო ბნელ იერს აძლევს "ოცნებას". ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ქუთაისში ზღვის პორტის აშენება უნდოდათ და ა.შ.  მათ არ ჰყავთ არცერთი ინტელექტუალური დამცველი. იდეის მხარდაჭერა რომ უნდათ, ექსპერტს ვერ ეძებენ, რომ საკუთარ ტელევიზიაში ასაუბრონ,“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ოპოზიციის შერიგება

„ქართულ ოცნებაში“ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" შერიგებაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ. როგორც გედევან ფოფხაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, "ენმ"-ს "ევროპული საქართველო" მეორე ტურის წინ სჭირდება, თუმცა, არჩევნების შემდეგ პროცესების სხვაგვარ განვითარებას ელოდება. „ეს ძალა, „ნაციონალური მოძრაობა“ და კონკრეტულად, სააკაშვილი იმდენად ჩემთვის არის რევანშისტული და პოზიტივს მოკლებული, სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც მაგათ ცხედრებზეც გადაივლის, ჩემს ცხედარზეც და ყველა დანარჩენის, ოღონდ ძალაუფლება მიიღოს და ახლა თუ იმის ილუზია აქვთ, რომ შევრიგდებით და მომავალში ისევ ერთად ვიქნებით, არ არის მიშა სააკაშვილი იმის კაცი, რომ მაშინ რაც მიიღო, მათგან გულში არ დაიტოვოს და ახლანდელი ილუზიები გაიფანტება. სააკაშვილმა ყველაფერზე გადაირა თავის დროზე,“ - აღნიშნავს გედევან ფოფხაძე. მსგავსი განცხადება არ არის პირველი, რომელსაც გედევან ფოფხაძე აკეთებს, ცოტა ხნის წინ ის სამოქალაქო ომზეც საუბრობდა. რაც შეეხება, მსგავსი სიტუაციის დროს ხელისუფლების პასუხისმგებლობას, აიცილოს ასეთი პროცესები, გედევან ფოფხაძეს უახლესი ისტორიის მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ასეთ დროს პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლება არ არის. „პასუხისმგებლობა ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა, მაგრამ არის ინსტიტუციონალური პასუხისმგებლობა და საჯარო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ადამიანს აქვს, როცა რაღაც ხდება. იმის თქმა, რომ სამოქალაქო ომი მარტო ზვიად გამსახურდიას ბრალი იყო, არასწორი იქნება,“ - აღნიშნავს დეპუტატი. ოპოზიციის გაერთიანებაში არაბუნებრივს ვერაფერს ხედავს რომან გოცირიძე. დეპუტატი ამბობს, რომ მიუხედავად ერთმანეთში არსებული დაპირისპირებისა, დღეს ისინი როგორც „ევროპულ საქართველოსთან, ასევე „რესპუბლიკურ პარტიასთან“ და სხვებთან შეთანხმდნენ, რომ ივანიშვილისთვის ხელისუფლების უზურპაციის შესაძლებლობის მიცემა არ შეიძლება. გოცირიძეს არაბუნებრივი არც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან შერიგება ეჩვენება, მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ოქრუაშვილს საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებდა, რომელიც არა უბრალოდ პარტიულ დაპირსიპირებას, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულს ეხებოდა. „როცა ის დგას გაერთიანებული ოპოზიციის გვერდით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან და სხვებმაც დაინახეს საფრთხეები, რომელიც მოდის „ქართული ოცნებისგან“ და განსაკუთრებით მისი კანდიდატისგან, სალომე ზურაბიშვილისგან. საკითხი ასე დგას, ოკუპირებული ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვა ან მომავალი განვითარების მხარდაჭერა. გარდა ამისა, ეს ადამიანები არიან ინფორმაციის მატარებლები, როცა კითხვას მისვამთ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით, სწორედ ირაკლი ოქრუაშვილისგან გავრცელდა ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ სალომე ზურაშვილმა აფხაზეთს განგრენა უწოდა და თქვა, რომ ეს უნდა მოვიშოროთ,“ - აღნიშნავს რომან გოცირიძე.  

რა შესაძლო შედეგების მომტანი იქნება „შერიგებები“ მეორე ტურში

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ პირველი ტურის შედეგების შემდეგ პოლიტიკურ ძალთა და ფიგურათა გადაადგილებები ორივე მხარეს სრულიად ბუნებრივია. თუმცა, ამომრჩევლის მობილიზების თვალსაზრისით, შედეგები შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ჰქონდეთ.   „როცა გაერთინება მოხდა "ნაციონალების" მხარეს, ამას რეალური შედეგი ექნება, რადგან იქ ფიგურათა კი არა, ძალთა გაერთიანებაზეა საუბარი. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველთა 80-90% ვაშაძეს მისცემს ხმას. იქით მხარეს ხდება ძალთა რეალური კონცენტრაცია, ამ დროს "ქართული ოცნება" ეძებს ფიგურებს, რომელიც რაღაც შედეგს მოიტანს, მაგრამ მნიშვნელოვანს არა. თუ ძველი გვარდიის გვერდით დგომა ამას გულისხმობს და არა ამომრჩევლის გვერდით დგომას, მაშინ ეს შედეგის მომტანი დიდად ვერ იქნება,“- ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. დაახლოებით ამავე აზრს იზიარებს პოლიტიკის ექსპერტი ნიკა ჩიტაძეც, თუმცა მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ მეორე ტურში მარტო არ იქნება და მისი მხარდაჭერილი კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერების ხმებსაც მიიღებს. „ჩვენ ვიცით, რომ 2016 წელს „პატრიოტთა ალიანსმა“, საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩეველთა 88 000 ხმა მიიღო, 5%- იანი ბარიერი გადალახა. დიდი ალბათობით თუ პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღეს „პატრიოტთა ალიანსის“ მომხრეებმა და „დემოკრატიული მოძრაობის“ მხარდამჭერებმა, ისინი უკვე მეორე ტურში მხარს დაუჭერენ ზურაბიშვილს,“- აცხადებს ნიკა ჩიტაძე. ამასთან ექსპერტი მიიჩნევს, რომ "ენმ"-ის ირაკლი ოქრუაშვილთან შერიგება შეცდომაა, რადგან ოქრუაშვილმა ბევრი პრობლემა შექმნა თავის დროზე და ამასთან, ვერც რაიმე რეიტინგს შემატებს გაერთიანებული ოპოზიციას და მის კანდიდატს.   არჩევნების წინ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს ვახტანგ ძაბირაძეც. ის მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, „ნაციონალური მოძრაობა“ ქმედებებში შედარებით თავისუფალია, რადგან მას საკუთარი ელექტორატი ჰყავს. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ 2018 წელს ამომრჩევლის რაოდენობის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ „ენმ"-ამ ფაქტიურად აღადგინა 2012 წელს არსებული სტატუსკვო“, „ქართულ ოცნებას“ კი, ამომრჩევლის მობილიზება უჭირს. მიზეზებზე საუბრისას პოლიტოლოგი 6 წელში დაშვებულ შეცდომებთან ერთად, უშუალოდ არჩევნების წინ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. შეიძლება არჩევნების წინ კარვებზე მიღებული გადაწყვეტილება ნორმალურად ჩაითვალოს? შეცდომაა გადაწყვეტილება, რომ კარვები არ უნდა გაეშალათ, იმდენად დიდი შეცდომაა, რომ გარდა იმისა, რომ 1-ის ნაცვლად 25 კარავი მიიღეს, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სახელისუფლებო გუნდში ვერ აანალიზებენ ან შეგნებულად დგამენ ასეთ, რბილად რომ ვთქვათ, მცდარ ნაბიჯებს,“ - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურზე ამომრჩევლის ნახევარზე მეტი არ მივიდა. 28 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი მოსახლეობის ნახევარზე მეტმა (52.26) არ დააფიქსირა. არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს არის დანიშნული. არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური სპექტრის ნაწილი შუა კვირაში არჩევნების დანიშვნას აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის აქტივობაზე ნეგატიურად აისახება.  

თაკო ივანიაძე

[post_title] => „ეს ადამიანები უკვე ჩნდებიან" - რას მოიტანს "ძველი გვარდია" და შერიგება ოპოზიციურ სპექტრში [post_excerpt] => [post_status] => publish [comment_status] => closed [ping_status] => closed [post_password] => [post_name] => es-adamianebi-ukve-chndebian-ras-moitans-dzveli-gvardia-da-sherigeba-opoziciur-speqtrshi [to_ping] => [pinged] => [post_modified] => 2018-11-15 15:24:55 [post_modified_gmt] => 2018-11-15 11:24:55 [post_content_filtered] => [post_parent] => 0 [guid] => http://old.fortuna.ge/?p=306496 [menu_order] => 0 [post_type] => post [post_mime_type] => [comment_count] => 0 [filter] => raw ) [comment_count] => 0 [current_comment] => -1 [found_posts] => 650 [max_num_pages] => 217 [max_num_comment_pages] => 0 [is_single] => [is_preview] => [is_page] => [is_archive] => 1 [is_date] => [is_year] => [is_month] => [is_day] => [is_time] => [is_author] => [is_category] => [is_tag] => 1 [is_tax] => [is_search] => [is_feed] => [is_comment_feed] => [is_trackback] => [is_home] => [is_404] => [is_embed] => [is_paged] => [is_admin] => [is_attachment] => [is_singular] => [is_robots] => [is_posts_page] => [is_post_type_archive] => [query_vars_hash:WP_Query:private] => bf9cbca8c5264c5f526a5b0249defdf4 [query_vars_changed:WP_Query:private] => [thumbnails_cached] => [stopwords:WP_Query:private] => [compat_fields:WP_Query:private] => Array ( [0] => query_vars_hash [1] => query_vars_changed ) [compat_methods:WP_Query:private] => Array ( [0] => init_query_flags [1] => parse_tax_query ) )

მსგავსი სიახლეები