LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამი მალეკის მიერ გაცოცხლებული ფრედი მერკური – „ბოჰემური რაფსოდიის“ პირველი თრეილერი

475

ინტერნეტში ფილმის „ბოჰემური რაფსოდიის“ პირველი თრეილერი გამოჩნდა. კინოსურათი, რომელსაც მაყურებელი დიდი ხანია ელის, ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის 15 წლიანი შემოქმედების ისტორიას გვიყვება. ახალ ბიოპიკში ფრედი მერკურის როლს რამი მალეკი ასრულებს, რომელიც მაყურებელმა სერიალ „მისტერ რობოტიდან“ გაიცნო.

საინტერესოა, რომ ფილმს კინოკომპანია 20th Century Fox იღებს, თავდაპირველად მუსიკალურ ბიოპიკზე მუშაობა ბრაიან სინგერმა დაიწყო, თუმცა ის მსახიობებთან კონფლიქტის გამო თანამდებობიდან მოხსნეს. მოგვიანებით გადაღებები დექსტერ ფლეტჩერმა გადაიბარა. „ბოჰემური რაფსოდიის“ მსოფლიო პრემიერა 4 ნოემბერსაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები