LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რანიერის დაუფასდა: ფიფამ საუკეთესოდ დაასახელა

89

კლაუდიო რანიერი წლის საუკეთესო მწვრთნელია.

ფიფას წლის საუკეთესოს დაჯილდოვებაზე საუკეთესო მწვრთნელის ვინაობა გაარკვიეს.

ხმათა უმრავლესობით წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში “ლესტერის” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, იტალიელმა სპეციალისტმა „ლესტერი“ ინგლისის ჩემპიონი გახადა, რაც უდიდესი სენსაცია იყო.

რანიერიმ აჯობა ფერნანდუ სანტუშს და ზინედინ ზიდანს. პირველი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ზიდანმა „რეალს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები