LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაო? ყაზაიშვილი ამერიკაში მიდისო

96

ვაკო ყაზაიშვილი “ვიტესში” არ დაბრუნდება და კარიერას აშშ-ში გააგრძელებს. ამაზე ჰოლანდიური მედია წერს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი MLS-ის ბინადარ “სან ხოსეში” გადავა.

ყაზაიშვილმა, რომელსაც კონტრაქტი არნემის “ვიტესთან” აქვს, გასული სეზონი იჯარის წესით ვარშავის “ლეგიაში” გაატარა და პოლონეთის ჩემპიონი გახდა.

MLS-ის რეგულარული ჩემპიონატის დასავლეთ კონფერენციაში “სან ხოსე” 20 ქულით მე-6 ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილი პირველი ქართველი იქნება ვინც MLS-ში ითამაშებს, თუმცა არ იქნება პირველი ქართველი ფეხბურთელი ამერიკაში. MLS-ში კიდევ ერთი ქართველი წარმომადგენელი გიორგი ჩირგაძე იყო, რომელიც 2005 წლიდან ნიუ იორკ რედ ბულსის აკადემიაში ირიცხებოდა, მოგვიანებით კი მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ამერიკის უმაღლეს ლიგაში არცერთხელ უთამაშია. 1995 წელს აშშ-ში ერთი სეზონი გოგა ხურცილავა და ვასიკო მიქაშავიძე ასპარეზობდნენ, ბოლო წლებში კი ამერიკულ გუნდებში ზურაბ ცისკარიძე თამაშობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები