LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას აკეთებენ ცოლიანი მამაკაცები გაცნობის საიტებზე?

51

საინტერესო და სიმპათიურ მამაკაცთან შეხვედრის უმოკლესი გზა, ბევრის აზრით, მრავალრიცხოვან გაცნობის საიტებზე გადის. თუმცა, ისეთ ეგზემლარსაც შეიძლება გადაეყაროთ, რომლიც სტატუსიც ძალიან შორსაა “თავისუფალისგან”.  ჩნდება ლოგიკური კითხვა – რას ეძებენ დაქორწინებული მამაკაცები გაცნობის საიტებზე?

ის 35 წლისაა და საკმაოდ გავრცელებული სახელი ჰქვია. გატაცებულია თხილამურებით და ზამთრის სპორტით. უყვარს როკი და გულშემატკივრობს მადრიდის “რეალს” – ანკეტაში არცერთი ტყიული არაა ნათქვამი, თუმცა მის ავტორს სიტყვაც არ დასცდენია, რომ დიდი ხანია “ბედნიერ” ქორწინებაში ცხოვრობს. სხვათაშორის, ის თავისუფლად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კოლეგის ან სკოლის მეგობრის, მეზობლის ან ნათესავის ქმარიც კი.

f73c68d5ff1b683caf1130bdb5730f2b

თქვენ რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ტყუილში გამოიჭიროთ, მაგრამ ასეთებს თვითგადარჩენის ინსტიქტიც ყოველთვის კარგად  აქვთ განვითარებული, ამიტომ პასუხად მხოლოდ ნაკლებად დამაჯერებელ და ისეთ გაცვეთილ ფრაზებს მიიღებთ, როგორიცაა – ” მეგობარმა მთხოვა, მის მაგივრად გამეხსნა აქაუნთი” ან “მეგობარი მყავს ეჭვიანი და ცოლის მოძებნა მთხოვა” ან სულაც “მეგობარი სოციოლოგიურ გამოკითხვას ატარებს და იმას  ვეხმარები”.

გამოცდილება გვარწმუნებს, რომ ყველა ანონიმური “მეგობარი” სინამდვილეში თქვენი ახალი ნაცნობის “ალტერ ეგოა”,  ყველა ტყუილში კი, ერთი მარტივი ჭეშმარიტება იმალება – ანკეტა არა მას, არამედ მის ავატარს ეკუთვნის. ონლაინ-ნაცნობობის უპირატესობა იმაშია, რომ “დიადი მაცდუნებელის” როლის მორგება ნებისმიერს შეუძლია – გამოუცდელი მოზარდით დაწყებული, ყველაფრით დაღლილი პენსიონერით დასრულებული. ოჯახური მდგომარეობა შინაგანად არ ზღუდავს მათ, ამიტომ არც ამგვარ გართობას თვლიან ღალატად. ორმაგი ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, ძალიან ჰგავს იმ ონლაინ-თამაშს, სადაც მათ ნებისმიერი როლის მორგება და ნებისმიერ “პრინცესასთან” არშიყი შეუძლიათ. იმ შემთხვევაში კი, თუ პრინცესა ტყუილში ამხელს, სამუდამოდ დაიკარგებიან და წასვლის წინ არც შეურაცხმყოფელ სიტყვებს დაიშურებენ.

ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც თამაშში – თუ არ შეგიძლია დაძლიო რთული დონე, შედარებით ადვილზე გადადიხარ. ადრე თუ გვიან აუცილებლად მოიძებნება ის უპრეტენზიო ლამაზმანი, რომელიც ყველაფერს დაიჯერებს, მაგრამ რეალურ ურთიერთობას ვერასდროს ეღირსება, რადგან ვირტუალური სამყაროს დატოვება, ჩვენი გმირისთვის ზედმეტად დიდი რისკია, რომელზეც ის არასდროს არ წავა.

Untitled-1

შესაძლოა, თქვენი ახალი ნაცნობი არც ისეთი უარყოფითი პერსონაჟია, უბრალოდ დროებითი პრობლემები აქვს მეუღლესთან და თვითშეფასების ამაღლება უკვე მრავალჯერ ნაცადი ხერხით – ურთიერთობაში გამოუცდელ მსხვერპლზე შთაბეჭდილების მოხდენით სცადა. რა თქმა უნდა, მას არ აქვს სერიოზული გეგმები, არ ფიქრობს თქვენთან შეხვედრას, რომანის გაჩაღებას და ახლის შესაქმნელად ძველის მიტოვებას.

ასე რომ, სანამ მორიგ “თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე” დაიწყებთ ოცნებას, კარგად დაფიქრდით, ღირს თუ არა ენდოთ მის ტკბილ სიტყვებს. საერთოდ კი, ნებისმიერ ვირტუალურ ილუზიას, მაინც აბსოლუტურად რეალური ადამიანი ჯობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები