LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობენ დოლიძე და ქუმსიშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ

33

დიმიტრი ქუმსიშვილი და ვიქტორ დოლიძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს გავრცელებულ  ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ. ქუმსიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვას ამის შესახებ. ძალიან ბევრი კონსულტაცია მიმდინარეობს. მე ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა „რუსთავი 2“-თან საუბარში.

რაც შეეხება „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილ წევრს, ვიქტორ დოლიძეს, ამბობს, რომ „არანაირი გეგმა არ აქვს და კომენტარსაც არ გააკეთებს“.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტზე ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა განიხილება, ხოლო დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აღარ იქნება და მას ფინანსთა მინისტრად გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები