LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს ადამიანზე მისი დაბადების დრო

51

მნიშვნელობა არ აქვს ზაფხულში დაიბადეთ თუ გაზაფხულზე, შემოდგომაზე თუ ზამთარში, რადგან წელიწადის ნებისმიერი დრო მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით ასაჩუქრებს ადამიანს.  

ზაფხული

წელიწადის ყველაზე ცხელ სეზონზე დაბადებულები კეთილები და კომუნიკაბელურები, ყოველთვის ხელგაშლილები, ოპტიმისტურად განწყობილი, პოზიტიური ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით სხვების. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ”ზაფხულის ქალბატონების” განწყობის ხშირი და სწრაფი ცვლილება მათ ორგანიზმში არსებული ნეიროტრანსმისტერების მონოამინების არასტაბილურობითაა გამოწვეული, სხვათაშორის, სწორედ ესაა მათი ზედმეტი ემოციურობის მიზეზიც. ”ზაფხულის ქალბატონები” აქტიური და საკმაოდ ადვილად აგზნებადი სექსუალური პარტნიორები არიან, ხშირად ვარდებიან ერთი უკიდურესობიდან მეორეში და მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე, გამოირჩევიან იმპულსურობით და ადვილად ექცევიან შთაბეჭდილების ქვეშ. მათ ადვილად გამოსდით ახლობლების და მეგობრების მდგომარეობიდან გამოყვანა, თავად კი, მაშინაც იღიმიან, როცა ძალიან გაბრაზებული ან ნაწყენები არიან. ასეთი ადამიანები სწრაფად ფეთქდებიან და სწრაფადვე მშვიდდებიან, ყოველთვის ადრეულ ასაკში სახავენ მიზნებს და განსაკუთრებული სიჯიუტით ცდილობენ მათ რეალიზებას. მათთვის მნიშვნელოვანია სოციალური სტატუსი და საკუთარი მატერიალური მდგომარეობა. თავისუფლად შეუძლიათ რისკზე წასვლა, თუმცა შრომისმოყვარეობა მათთვის უცხოა.

Screenshot_2

შემოდგომა

ადრე დაბრძენებული და თავშეკავებული, დიპლომატიური და გაწონასწორებული ”შემოდგომის ქალბატონები”,  ემოციონალურად ყველაზე მომწიფებულები, თუმცა დეპრესიისკენ მიდრეკილები არიან. მათთან ურთიერთობისას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი ”იდუმალი ცოდნით” ან ”საკრალური გამოცდილებით” დაიბადნენ. მათთვის დამახასიათებელია გაწონასწორებული და რაციონალური ცხოვრების წესი, არასდროს ჩქარობენ და წინასწარ თვლიან ყველა ნაბიჯს, ყოველთვის აფასებენ რისკებსა და შესაძლო შედეგებს. არ უყვართ ავანტიურები და ყველაფერს კონსერვატორულად უყურებენ. ”შემოდგომის ქალბატონები”, რომლებიც სიმშვიდეს არა ადამიანებსა და ნივთებში, არამედ ბუნებაში პოულობენ,  იშვიათად კამათობენ და თითქმის არასდროს შედიან კომფლიქტში. შეუძლებელია მათი მდგომარეობიდან გამოყვანა, რადგან ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებენ. პრინციპულები არიან და მატერიალურს სულიერ ფასეულობებზე მაღლა აყენებენ, რაც არა მარტო პროფესიონალურ, არამედ პირად ურთიერთობებშიც ხშირად ვლინდება. ”შემოდგომის ქალბატონების” დამახასიათებელი თვისება მათი მრავალმხრივი კულინარიული ნიჭია.  

 

ზამთარი

წელიწადის ყველაზე ცივმა და მკაცრმა სეზონმა საკუთარი ”წარმომადგენლები” ძლიერი ნებისყოფითა და მრავალმხრივი ნიჭით დააჯილდოვა. ქალბატონებს მამაკაცის ხასიათი და ინტელექტი აჩუქა, რამაც მათი მიზანდასახულობა და გამბედაობა, სიჯიუტე და შრომისმოყვარეობა განაპირობა. შეუძლებელია ”ზამთრის ქალბატონების” შეცდომაში შეყვანა, მითუმეტეს არ ღირს სცადოთ მათი მართვა ან მანიპულება! ფიზიკურად გამძლე და ძლიერი ნერვული სისტემის მქონე ქალბატონები არასდროს ავლენენ საკუთარ გრძნობეს და ყოველთვის დიდ წარმატებას აღწევენ პროფესიონალურ სფეროში. პატივმოყვარეები არიან და ძალიან უყვართ საკუთარი პერსონის კულტად ქცევა. ყველაზე წინააღმდეგობრივ ნატურებად ”სეზონების საზღვარზე” – დეკემბრის დასაწყისსა და თებერვლის ბოლოს დაბადებულები ითვლებიან. ”ნამდვილი ზამთრის ადამიანებს” კი, მარტოობა უყვართ  და ყველაზე კომფორტულად საკუთარ თავთან არიან. სხვებზე მეტად აფასებენ პირად სივრცეს და იშვიათად აძლევენ უცხოებს საკუთარი საზღვრების დარღვევის უფლებას. ნუ გექნებათ მათგან სითბოს მიღების იმედი, თუმცა თუ მათში ნაპერწკალს გააღვივებთ, შესაძლოა დანთებულ ცეცხლში თვითონვე დაიწვათ.

Embracing natural beauty

გაზაფხული

ნიჭიერი, შემოქმედებითი და რომანტიკული ”გაზაფხულის ქალბატონები” უფრო მართვადები არიან ვიდრე მმართველები. როგორც ცხოვრებაში ისე პროფესიონალურ საქმიანობაში მათთვის მთავარი საჭირო პარტნიორის ან თანამგზავრის პოვნაა, რომელიც მფარველობას გაუწევს და საკუთარ თავზე აიღებს მათ პრობლემებს, რადგან სწორედ ასეთი ადამიანის გვერდზე შეძლებენ ისინი ბოლომდე გახსნას და ყველა ღირსების ბოლომდე გამოვლენას. ”გაზაფხულის ქალბატონებს” არ ახასიათებთ სხვების ხელმძღვანელობა, არასდროს იჩენენ ინიციატივას და არ იღებენ პასუხისმგებლობას. სამაგიეროდ, საკუთარ თავში ზედმეტად შეყვარებულებს ძალიან სიამოვნებთ ქება და კომპლიმენტები. მშვენიერი ორატორები არიან და ყოველთვის სხვებზე მეტს ჭორაობენ, რაც მთავარია ქალბატონებს არც მამაკცები ჩამორჩებიან. მშვენიერი ინტუიციის პატრონებს ყოველთვის ზუსტად შეუძლიათ მოვლენების განსაზღვრა. მართალია, ცვალებადი ხასიათი აქვთ და ემოციურებით გამოირჩევიან, მაგრამ საიმედო ადამიანები არიან და თავისუფლად შეიძლება მათი ნდობა. არ ცნობენ ტაბუსა და აკრძალვებს, ამიტომ სექსულაურ ცხოვრებაშიც ყოველთვის ადვილად მიდიან ეროტიკულ ექსერიმენტებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები