LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ამბობს დავით სერგეენკო ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

143

ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჭორს უწოდებს.

დავით სერგეენკოს მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარგადაა.

“მართალი გითხრათ, ჩემთვის უკვე საკვირველია იმიტომ, რომ მეათედ მეკითხებიან ამის შესახებ. განცხადება გააკეთა, რამდენადაც ვიცი, თვითონ ბატონმა ბიძინამაც, მისმა ახლობლებმაც, რომ მსგავსი არაფერია. ის კარგადაა, ჯანმრთელადაა და ჯანმრთელობას ვუსურვებ. რაც შეეხება ამ ჭორების გენერატორებს და ინსინუატორებს, მათ თავის თავში ჩაიხედონ და კანის ფერი თუ შეეცვლებათ, კარგი იქნება”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რამდენიმე დღეა ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები