LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჩუქნის ანჯელინა ჯოლი ქალიშვილს საახალწლოდ?

105

ცნობილი სკანდალური განქორწინების შემდეგ, ანჯელინა ჯოლი ბავშვებთან ერთად მალიბუს სახლში ცხოვრობს და ცდილობს, რაც შეიძლება იშვიათად გამოვიდეს გარეთ. თუმცა, მოახლოებული შობის გამო, ის იძულებული გახდა დაცულ საზღვრებს გასცდენოდა და საშობაო შოპინგით დაკავებულიყო. პაპარაცებმა მაღაზიებში ის ქალიშვილთან, შაილოსთან ერთად დააფიქსირეს.

ვარსკვლავი და მისი შვილი ლოს-ანჯელესის სავაჭრო ცენტრს, Sammy’s-ს ესტუმრნენ. დედა-შვილი ანტიკვარული ფოტოკამერების განყოფილებაში შევიდა და კონსულტანტისგან ერთ-ერთ მოწყობილობაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. თვითმხილველების თქმით შაილო ყურადღებით უსმენდა და ბოლოს თქვა, რომ აპარატი მას მოსწონს. ამის მიუხედავად, ჯოლის მოწყობილობა არ შეუძენია.

სავარაუდოდ, ანჯელინა შვილისთვის საშობაო სიურპრიზს ამზადებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები