LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობენ სამშენებლო კომპანიები საჯარიმო სანქციების გაზრდაზე

102

”არქი ჯგუფის” დამფუძნებელი ილია წულაია მიესალმება დედაქალაქის მერის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გაიზრდება.

როგორც მან აღნიშნა, დედაქალაქის მერის ინიციატივას, ყველა სერიოზული სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია მოწონებით შეხვდა.

„კახა კალაძის ინიციატივა, მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ, ნამდვილად მისასალმებელია. ახალი ცვლილებებით ასევე გაიზრდება სანქციები უნებართვო, ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე. ყველა აღნიშნული ცვლილება აბსოლუტურ შესაბამისობაშია ჩვენი მოქალაქეებს მოთხოვნასთან, რომ შემცირდეს მსხვერპლი მშენებლობებზე და მოწესრიგდეს სამშენებლო სფერო. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერის აღნიშნულ ინიციატივას ყველა სერიოზული სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია მოწონებით შეხვდა“, – განაცხადა ილია წულაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები