LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ფიქრობს მოსახლეობა უვიზო მიმოსვლაზე: NDI-მ კვლევა გამოაქვეყნა

29

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის მიხედვით (NDI), გამოკითხულთა 14% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შედეგად საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება, 12% პასუხობს, რომ არ იცის, 74% კი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამავე გამოკითხვის თანახმად, 78%-ის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებთან, რიგითი ადამიანები ვერ გაწვდებიან ევროკავშირში მოგზაურობას. მოსახლეობის 14% ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

ცნობისთვის, NDI-მ აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში ჩაატარა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები