LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გააკეთებს კაბინეტში შესვლიდან პირველ ხუთ წუთში და რომელი მინისტრები ჩადგებიან რიგში – ინტერვიუ კახა კუკავასთან

„მინდა, ვიყო ყველას ინტერესების წარმომადგენელი და არ მხოლოდ ჩემი მომხრეების,“ – ამ განცხადებას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა, აკეთებს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მერობისთვის საკუთარი პარტიის და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობის“ სახელით მონაწილეობს.

კონკრეტულად რას ჰპირდება ამომრჩეველს და როგორ აპირებს ამის შესრულებას, ამ საკითხებთან დაკავშირებით „ფორტუნა“ კახა კუკავას ესაუბრა.

  • რა არის თქვენი უპირატესობა, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი თბილისის მოსახლეობამ თქვენზე?

კახა კუკავა:  სუფთა პოლიტიკური წარსული  არის ჩემი უპირატესობა.  მე არასდროს არ ვყოფილვარ არც სააკაშვილის , არც ოცნების გუნდის წევრი. ოპონენტებისგან განსხვავებით,  თავიდანვე სწორი პოზიცია მეჭირა, ვამბობდი ყოველთვის სიმართლეს  და სწორედ ჩემი პრინციპულობიდან გამომდინარე აქვს ჩემს დაპირებებს ფასი.  

 

სუფთა პოლიტიკური წარსული არის ჩემი უპირატესობა.  

 

  • რა არის თქვენი მთავარი საარჩევნო დაპირება?

კახა კუკავა: თბილისის ბიუჯეტიდან ამოღებული იქნება  ყველა პრემია,  დანამატი , მივლინებები.  ეს ხარჯები დაყვანილი იქნება  ნულამდე და სოციალურ პროექტებზე გადანაწილდება.

 

სწორედ ჩემი პრინციპულობიდან გამომდინარე აქვს ჩემს დაპირებებს ფასი.

 

  • როგორ და რა ვადაში აპირებთ ამ დაპირების შესრულებას?

კახა კუკავა: კაბინეტში შესვლიდან პირველ ხუთ წუთში დავუძახებ მერიის მთავარ ბუღალტერს და ვეტყვი უჩემოდ თეთრი არ გასცე!  24 საათში დავიბარებ საფინანსო სამსახურის უფროსს და პრემიებზე დანამატებზე , კონცერტებზე გათვლილ 200 მილიონს ამოვაწერინებ ბიუჯეტიდან. უმოკლეს ვადებში მოვითხოვ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს და წარვუდგენ საკრებულოს.

 

უნდა შეჩერდეს გამოსახლების პროცესი და ჩამოყალიბდეს სოციალური სახლების კულტურა, დაინგრეს თბილისში სააფთიაქო მონოპოლია და  დევნილებს ფართები საკუთრებაში  გადაეცეთ.

 

  • რას მიიჩნევთ თბილისისთვის მთავარ პრობლემებად?

კახა კუკავა: თბილისისთვის პრობლემატურია ეკოლოგია, უკანონო მშენებლობები, გადატვირთული გზები და მიგრანტების რაოდენობა.უნდა შეჩერდეს გამოსახლების პროცესი და ჩამოყალიბდეს სოციალური სახლების კულტურა, დაინგრეს თბილისში სააფთიაქო მონოპოლია და  დევნილებს ფართები საკუთრებაში  გადაეცეთ.

დღეს თბილისი ცხოვრობს, არა როგორც მილიონიანი, არამედ, როგორც 7-მილიონიანი ქალაქი, საცობებით, თურქებით,  არაბებით და ჩაინათაუნებით

მოვითხოვთ ქალაქის ცენტრიდან უკანონო მიგრანტების დეპორტაციას. 80 000 თურქი და არაბია თბილისში უკანონოდ.  პარლამენტს მივმართავთ ჩადრის და ნიქაბის  აკრძალვის მოთხოვნით, როგორც ეს ევროპაშია. ჩვენი ადრესატი არ არიან კონკრეტული  მიგრანტები,   გადაწყვეტილება ცენტრალურ დონეზე უნდა მიიღოს მთავრობამ და  რეგულაციები დაწესდეს.

 

დღეს თბილისი ცხოვრობს, არა როგორც მილიონიანი, არამედ, როგორც 7-მილიონიანი ქალაქი, საცობებით, თურქებით,  არაბებით და ჩაინათაუნებით.

 

  • მერობის კანდიდატი ფიქრობს , რომ მიგრანტებთან დაკავშირებით  გადაწყვეტილებას საზოგადოება დადებითად შეხვდება, რაც შეეხება კომპეტენციას რამდენად შეუძლია ქალაქის მერს მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ?

კახა კუკავა: მართალია თვითმმართველობის კომპეტენცია შეზღუდულია,  მაგრამ ქართული სპეციფიკის გათვალისწინებით, საკრებულოს, როცა მას ოპოზიცია  იგებს, აქვს მეტი ძალა, ვიდრე პარლამენტს.  ის, ვინც იგებს თბილისს, იგებს ცენტრალურ არჩევნებსაც.  ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში  ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, უმრავლესობა 24 საათში დაიშლება და მინისტრები ახლადარჩეული მერის მისაღებში დაეწყობიან.

 

მოვითხოვთ ქალაქის ცენტრიდან უკანონო მიგრანტების დეპორტაციას. 80 000 თურქი და არაბია თბილისში უკანონოდ. 

 

  • როგორ და რა ვადაში მოაგვარებთ ამ პრობლემებს?

კახა კუკავა: ყველა პროგრამა 1-ელ იანვრამდე დაიწყება და იმ ვადებში დასრულდება, ვიდრე ხელისუფლებაში ვიქნებით. იმის საშიშროება, რომ რომელიმე დაპირება არ შესრულდება, თბილისელებს არ უნდა ჰქონდეთ.

 

პარლამენტს მივმართავთ ჩადრის და ნიქაბის  აკრძალვის მოთხოვნით, როგორც ეს ევროპაშია.

 

  • მერად არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება მერიის საქმიანობა და რა კონკრეტულ აქტივობებს გეგმავთ საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის?

კახა კუკავა: ის, ვინც  მოსახლეობას დაჰპირდება,  რომ ყველა მათგანისთვის პირადად იქნება ხელმისაწვდომი, იქნება პოპულისტი,  რადგან ამას ფიზიკურად ვერავინ შეძლებს. თუმცა, არსებული ბიუროკრატიული სისტემის შეცვლა და ცალკეულ ჯგუფებთან  შეხვედრები იქნება რეალური და არა დადგმული.  თუ რომელიმე საკითხზე  შედგება პეტიცია, ცალკეულ ჯგუფებს  სხდომებზე საკუთარი პრობლემის გატანის შესაძლებლობა მიეცემათ.

 

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში  ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, უმრავლესობა 24 საათში დაიშლება და მინისტრები ახლადარჩეული მერის მისაღებში დაეწყობიან.

 

  • დღეს თბილისისთვის, რაც ყველაზე თვალშისაცემია, არის ტრანსპორტი – პარკირება და საცობები, გამწვანება და უნებართვო მშენებლობები. გაქვთ თუ არა კონკრეტული გეგმა და ვადები განსაზღვრული ამ საკითხების მოსაგვარებლად?

კახა კუკავა: ქალაქის  განვითარება დღეს კომერციულ ინტერესებზეა მორგებული, მერის კაბინეტში შედის ბიზნესმენი და სამშენებლო ნებართვისთვის კონკრეტულ თანხას იხდის. კაბინეტში  უნდა იჯდეს ადამიანი, რომელიც  ეტყვის – გაეთრიეთ აქედან! მე ეს შემიძლია,  სხვებს ამის გაბედულება არ გააჩნიათ. 

უნდა აიკრძალოს უკვე დაპროექტებულ უბნებში – ჭავჭავაძეზე, აღმაშენებელზე,  ახალ საცხოვრებელ კორპუსების მშენებლობა. გამოთავისუფლებული ფართობი ავტომაგისტრალების, მწვანე საფარის და ავტოსადგომების განვითარებას მოხმარდება. მიკროავტობუსების ჩანაცვლება უნდა მოხდეს ავტობუსებით. ხელშეკრულება შეუწყდება „სითი პარკს“ და ახალი კომპანიები არა ჯარიმების ადმინისტრირებაზე, არამედ ავტოსადგომების მოწყობაზე იქნებიან  პასუხისმგებელი.

 

ის, ვინც  მოსახლეობას დაჰპირდება,  რომ ყველა მათგანისთვის პირადად იქნება ხელმისაწვდომი, იქნება პოპულისტი,  რადგან ამას ფიზიკურად ვერავინ შეძლებს.

 

  • როგორი იქნება თქვენი სოციალური პოლიტიკა, რას გეგმავთ ცალკეული სამიზნე ჯგუფებისთვის?

კახა კუკავა: წინასაარჩევნო პროგრამა არ არის ვეფხისტყაოსანი, სადაც ყველაფერი ჩაიწერება.  მერიას აქვს ბიუჯეტი , სამოქმედო გეგმა, სადაც ყველა ჯგუფის ინტერესები იქნება ჩაშლილი. მაგალითად, შენობების ადაპტირებას, უბრალოდ, სამეურნეო სამსახურის უფროსთან საუბარი სჭირდება. სწორედ ასეთი მენეჯერული პრობლემების გამოც უწოდებენ ახლანდელ  მერს უნიათოს.

 

მინდა, დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, როცა გამარჯვებული არჩევნებში წაგებულთან თანამშრომლობს.

 

  • თქვენი გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენ კანდიდატებს შესთავაზებთ თუ არა თანამშრომლობას  და  პირველ რიგში, რომელს? ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად? 

კახა კუკავა: ჩემი მთავარი კონკურენტი სახელისუფლებო კანდიდატია. მინდა, დამკვიდრდეს პოლიტიკური კულტურა, როცა გამარჯვებული  არჩევნებში წაგებულთან თანამშრომლობს. მინდა, ვიყო ყველას ინტერესების წარმომადგენელი და არ მხოლოდ ჩემი მომხრეების.

 

წინასაარჩევნო პროგრამა არ არის ვეფხისტყაოსანი, სადაც ყველაფერი ჩაიწერება.  

 

  • რომელია თქვენი  საყვარელი ქალაქი და თუ გეგმავთ, რომ თბილისი მას დაემსგავსოს?

კახა კუკავა: როგორც ტურისტს, რომი და ათენი მიყვარს.  მომწონს ამ ქალაქების არქიტექტურა, გარემო, კულტურული მემკვიდრეობა. როგორც მერს, მინდა, თბილისი სტრასბურგს, ვენას დაემსგავსოს. იყოს სუფთა ჰაერი და ევროპული გარემო.

 

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები