LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას გულისხმობს „მალეო“ – საქართველოს ფოსტამ ახალი სერვისი დანერგა

416

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტა“ მომხმარებელს სთავაზობს ახალ პროდუქტს „მალეო“-ს, რომელიც გულისხმობს ონლაინ მაღაზიებში ნივთების შეძენასა და ტრანსპორტირებას საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, „საქართველოს ფოსტა“ დაინტერესებულ პირებს  საშუალებას აძლევს შექმნას საკუთარი საფოსტო მისამართი, შეიძინოს და უზრუნველყოს ამ მისამართზე შემოსული ელექტრონული კომერციით შეძენილი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში. ამისათვის მომხმარებელი რეგისტრირდება  ვებ გვერდზე – maleo.ge, ყველა სავალდებულო მონაცემის შევსების შემდეგ ენიჭება ინდივიდულური მისამართი და ოთახის ნომერი. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნული მისამართი გამოიყენოს  სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზიებიდან შეძენილი ნივთების მისაღებად. ასევე მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა აკონტროლოს შეძენილი გზავნილების მდებარეობა.

”ჩვენი ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მაცხოვრებელს მიეცეს საშუალება, ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის  მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხარებელს საშუალება ექნება, ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურებადა საქართველოს ნებისმიერ წერტილში მიღება”, – აცხადებენ ”საქართველოს ფოსტაში”.

მათივე ცნობით, „საქართველოს ფოსტა“ წარმოადგენს ლიდერ ეროვნულ საფოსტო ოპერატორს, რომლის ძირითადი საქმიანობაა მომხმარებლის უზრუნველყოფა უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით და გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვის ცენტრების ყველაზე ფართო ქსელით. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ფოსტის  82 სერვის ცენტრი ფუნქციონირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები