LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ჰყვება ნათია ფანჯიკიძე: „ერთ ბავშვს გადავუხადეთ, მეორე ვატირეთ, რადგან მეტი 9 ლარი არ გვქონდაო…“

128

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ჰყვება ამბავს იმის შესახებ, როგორ მიაქვთ ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებისთვის ფლაერები, სადაც მათ ატრაქციონებზე უფასოდ ეპატიჟებიან, სინამდვილეში კი მშობლებს თანხის გადახდა უწევთ….

„ერთ-ერთი სკოლის პატარა მოსწავლის მშობელმა გამიზიარა ბრაზი, მცირეწლოვანი მოსწავლეებისთვის სკოლაში ერთერთი სავაჭრო მოლის ტერიტორიაზე არსებული ატრაქციონების სარეკლამო ფლაერები დაურიგებიათ, მობრძანდით და ისიამოვნეთ უფასოდო. წავიყვანეთ ბავშვები და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ შესვლაში უნდა გადაგვეხადა 9 ლარი და ამის შემდეგაც უფასო მხოლოდ სასრიალოდან ჩამოსრიალება იყოო. ერთ ბავშვს გადავუხადეთ, მეორე ვატირეთ, რადგან მეტი 9 ლარი არ გვქონდაო.

ამ ამბავში ყველაზე მეტად მაშფოთებს ის, რომ, მცირეწლოვანებს და საერთოდაც არასრულწლოვანებს არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არავინ აწვდის სარეკლამო შეთავაზებას. არასრულწლოვანი არ არის მომხმარებელი, რომელსაც “ბიზნეს-წინადადება” უნდა შესთავაზო. ბავშვები გამოყენებული არიან მშობლებზე მანიპულაციისთვის და თანაც ეს ხდება სკოლის ტერიტორიაზე. ხოდა, კი აღტაცებული ვარ, ჭიანჭველას რომ თავი რწყილი ეგონა და გუბეზე გადახტომა წარუმატებლად მოინდომა, მაგრამ იქნებ, მსგავს ფაქტებსაც მიაქციოს სამინისტრომ ყურადღება“. – აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები