LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ითხოვს საქართველო ვარშავის სამიტზე

39

ვარშავის სამიტზე საქართველო არ ითხოვს MAP-ს, რადგან დეკემბრის მინისტერიალზე ქვეყანამ გაცილებით ფართო ნაბიჯი გადადგა, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს კვირეულზე განაცხადა.

“ჩვენ ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ, თუმცა “არ უნდა ველოდოთ” და “არ ვითხოვთ” სხვადასხვა ამბავია. არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გასულ წელს გაცილებით უფრო წინწაწეული, გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები