LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოიტანს საქართველოს ფოსტის ევროპულ ბიზნესასოციაციაში გაწევრიანება

82

2018 წლის 16 მაისს, 19:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” (თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. 14) გაიმართება შეხვედრა, რომლის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია საქართველოს ფოსტას ევროპულ ბიზნესასოციაციაში გაწევრიანებით, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროპას შორის ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართავენ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ჯონ ჰიუგო ფრედი ბრაეკეველდტი, გენერალური დირექტორი დევიდ ლოურენს ლი და საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

„საქართველოს ფოსტა“ უმსხვილესი ევროპული საფოსტო გაერთიანების PostEurope-ის წევრია, აქვს დიდი გამოცდილება ევროპული ბიზნესკავშირების მშენებლობაში, თუ როგორ შეიძლება ამ კავშირების გამოყენება და ბიზნეს ინტერესებად ქცევა.

ევროპული ბიზნესასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ევროპული სტანდარტის ბიზნესგარემოს შექმნას, ევროპული ბიზნესის ადვოკატირებას და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების განვითარებას.

შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ფოსტისა და ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები