LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს აბრევიატურა H&M?

859

თბილისში ჰ&მ-ის გახსნა ლამის ქალაქის მთავარი მოვლენა გახდა. მოლოდინი და აჟიოტაჟი არც პრეზენტაციამდე პერიოდს აკლდა, ახლა კი სოცქსელებში ათასგვარი კომენტარები იწერება. ჯერ ხომ იმაზე ატეხეს ამბავი ქართულად რომ მიაწერეს აბრა ჰ&მ. მოკლედ, ტანსაცმლის მაღაზიის გახსნა სერიოზულ მოვლენად იქცა.

H&M – რა არის ბევრმა იცის, მაგრამ ის თუ იცით ეს H და M რას ნიშნავს?

H&M (Hennes & Mauritz) – შვედური კომპანიაა, ევროპაში საცალო ტანსაცმლით ვაჭრობის უმსხვილესი ქსელი, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს სტოკჰოლმსა და ნიუ-იორკში.

1947 წელს ერლინგ პერსონმა ქალის ტანსაცმლის მაღაზია Hennes (შვედურიდან – მისთვის) გახსნა ქალაქ ვესტეროსში. მოგვიანებით 1968 წელს ერლინგ პერსონმა შეიძინა მონადირეებისა და თევზაობის მოყვარულთათვის განკუთვნილი მაღაზია Mauritz Widforss.

ასორტიმენტში გაჩნდა ტანსაცმელი მამაკაცებისა და ბავშვებისთვის, ხოლო კომპანიის სახელწოდება შეიცვალა და გახდა – Hennes & Mauritz.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები