LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას პასუხობს გიორგი ყიფშიძე მათ, ვინც მისი შვილი ჩაცმულობის გამო გააკრიტიკა

403

ამერიკულმა „ვოგმა“ თბილისში მიმდინარე მოდის კვირეულიდან საუკეთესო ქუჩის სტილი ამოარჩია. მათი აზრით, განსაკუთრებული „ლუქები“ ჰქონდათ ანი ჩიხლაძეს, ნინი ზარქუასა და ნატალია ყიფშიძეს. შესაბამისი ფოტოები ახლახან ერთ-ერთმა მოდის საიტმა გაავრცელა.

ფოტოს ქვეშ ქართველების კომენტარებია, რომლებიც გიორგი და კრისტი ყიფშიძის თინეიჯერი გოგონას, ნატალია ჩაცმულობას მისი ასაკისთვის შეუფერებლად და უგემოვნოდ მიიჩნევენ.

კომენტარები შემდეგნაირია:

„არ ვარ შურიანი, მაგრამ ნატალიას საკმაოდ უგემოვნოდ აცვია, იმიტომ რომ მის ასაკს არ შეეფერება ეს ჩაცმულობა…“

„ეს ლეოპარდი რა არის? დანარჩენი რა აცვია? მასეთი ფეხსაცმელი და შარვალი მთელ თბილისს აცვია, მაგრამ ვინ გაგიშვებს „ვოგის“ საიტზე?“

„რატომ მოსწონს ამ ხალხს გატყავებული ლეოპარდის ტარება? თუ ხელოვნურია, კარგია, მაგრამ არა მგონია…“

„მე ვერ წავედი, თორემ მეც მოვხვდებოდი „ვოგის“ გვერდზე“

ამასთან არის კომენტარები, სადაც წერია, რომ ნატალია ძალიან ლამაზი გოგონაა და მისი „ლუქიც“ დადებითად არის შეფასებული.

კრიტიკოსებს ამავე გვერდზე გიორგი ყიფშიძე პასუხობს: „აბა, გააჩერეთ ქაჯებმა ჩემი შვილის კრიტიკა, თორემ გავბრაზდები მშობელი და დაგერევით“.

14937896_10209698666716524_798888652_n

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები