LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას სთხოვს პატრულს ნათია ფანჯიკიძე – „კიდევ გაუტანია მანქანას ფეხით მოსიარულე…“

83

ნათია ფანჯიკიძე მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს, მისი მოსაზრებით პატრულმა, გახშირებული საგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

„კიდევ გაუტანია მანქანას ფეხით მოსიარულე ადამიანი, ამბობენ ზებრაზეო, რაც ნიშნავს, რომ მსხვერპლის ბრალი არაფერი ყოფილა. მოკლე ხანში ზედმეტად ბევრი შემთხვევაა. პატრული სულაც არ ზარმაცობს, ძალიან სხარტად რეაგირებს უადგილო ადგილას გაჩერებულ მანქანებზე. ამას წინ მეგობარმა სახლში მომიყვანა, ცალი ფეხით მანქანიდან გადმოსული ვიყავი, მაგრამ დამშვიდობებას ცოტა დიდხანს მოვუნდით. სად იყო და სად არა, აღმოცენდა პატრული და მშვენიერი ჯარიმა მიართვა. არაფერს ნიშნავდა მისთვის, რომ მძღოლს მანქანა არ დაუტოვებია. ჰოდა, რა მინდა იცით, რომ ვითხოვო ერთმა ჩიტოსანმა მოქალაქემ? – გაჩერებულს რომ დასდევთ, გაქანებულს გაეკიდეთ. ხანდახან ისე ჩაიშხუილებს გადაჭედილ გზაზე ვიღაც, სიკვდილის აჩრდილივით და არც არაფერი, არასდროს არავინ დამინახავს გადევნებული“. – აღნიშნავს ნათია ფანჯიკიძე „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ სტატუსში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები