LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას უპასუხებს ივანიშვილი 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?! – ნინო ბურჯანაძე

73

რას უპასუხებს ივანიშვილი, 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?! მისგან განსხვავებით ქუჩაში ვხვდები ხალხს და კარგად ვიცი, თუ როგორი  საარსებო პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა – ასე გამოეხმაურა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, „ქართული ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას.

 ბატონი ბიძინა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა არ გვეუბნებოდა, რომ პირველი წელი იქნებოდა კარგი, მეორე უკეთესი, მესამე გდასარევი და მეოთხე მთლად ჭკუიდან გადასასვლელი?! ასევე ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ 2013 წელს პენსია იქნებოდა 240 ლარი, რამდენადაც ვიცით პენსია 180 ლარია. რას უპასუხებს ივანიშვილი, 800 ათას მოტყუებულ პენსიონერს?! მე მხოლოდ გამიხარდება, თუ გავიგებ, რომ ჩვენი მოსახლეობა ბედნიერია და არაფერი უჭირს, მაგრამ ივანიშვილისგან განსხვავებით მე დავდივარ საზოგადოებაში, ქუჩაში ვხვდები ხალხს და კარგად ვიცი, თუ როგორი ელემენტარულად საარსებო პრობლემების წინაშე დგას მოსახლეობა“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მისივე თქმით, 6 წლის შემდეგ ჩატარებულ ყრილობაზე არც ერთი რეალურად გადაწყვეტილი საქმე არ არის ნახსნები.

„ივანიშვილმა ისაუბრა ინვესტიციებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ოღონდ ეს რატომღაც ჩვენს მოსახლეობაზე არ არის ასახული. ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს ცხოვრობს სიღარიბეში და მათი მაცივარი არის ცარიელი – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები