LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ვყიდით და რას ვყიდულობთ – საქსტატის უახლესი მონაცემები

133

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი პარტნიორი სამეული შემდეგნაირია: აზერბაიჯანი (343.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (314.7 მლნ. აშშ დოლარი) და სომხეთი (199.2 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 64.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 059.3 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (675.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (647.9 მლნ. აშშ დოლარი).

2018 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 65.9 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (1 253.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (990.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (810.7 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 375.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 15.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, 279.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 271.9 მლნ. აშშ დოლარი (11.1 პროცენტი)

მსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2018 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 644.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 438.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები, 296.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.4 პროცენტი).

ცნობისთვის, 2018 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 9 124.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.8 პროცენტით აღემატება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები