LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას წერს მიუნხენის აეროპორტში დარჩენილი ერთ-ერთი ქართველი მგზავრი

266

ერთ-ერთი მგზავრი ფეისბუქში წერს, რომ ის ამ წუთებში მიუნხენის აეროპორტში იმყოფება, რადგანაც ის გერმანიაში არ შეუშვეს და მემინგემიდან მიუნხენის აეროპორტში გადაიყვანეს საქართველოში უკან გამომგზავრების მიზნით. ის ამბობს, რომ მასთან ერთად  ამავე სიტუაციაში იმყოფებიან სხვა მგზავრებიც. მსგავს სიტუაციაში ჯამში 9 მგზავრი აღმოჩნდა.

ფორტუნასთან საუბარში მგზავრმა აღნიშნა, რომ მან ერთ-ერთი სააგენტოს დახმარებით დაგეგმა მგზავრობა. როგორც მას მემინგემის აეროპორტში უთხრეს ბილეთები წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ სასტუმრო არ იყო დაჯავშნილი. სწორედ ამ მიზეზით ის დანარჩენ მგზავრებთან ერთად უკან გამოაბრუნეს.

“გამარჯობა, მემინგემში რომ მივდიოდი დავიხმარე სააგენტო, მაგრამ ვაი ამ დახმარებას. გამიჭედეს, რომ არ ქონდა ჯავშანზე სასტუმროს თანხა გადახდილი და ჯავშანი არ გაქვსო. ორი ბავშვით გუშინდელს აქეთ ვართ აეროპორტში. არა მხოლოდ მე, 9 ადამიანი ვართ ეხლა აეროპორტში, მიუნხენში გადმოგვიყვანეს. გამოცდილი ადამიანებისგან რჩევა მჭირდება. ადვოკატს მივმართოთ თუ ვიყოთ ასე ორი ბავშვით მთელი დღე აეროპორტში რომ ვზივარ? ფრენა დღესაც არ გვაქვსო”

 

შეგახსენებთ ქუთაისი-მემინგემის ავიარეისის რამდენიმე მგზავრი გერმანიის ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

გამოცემის ცნობით, გერმანიაში შესვლაზე ბორტზე მყოფ 19 მგზავრს საბუთებში არსებული პრობლემების გამო უარი უთხრეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები