LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ყვება მარნეულის სკანდალის მთავარი გმირი: ბოდიში მოვუხადე, თუმცა მან შემაფურთხა და დაიწყო გინება

98

მარნეულის მკვიდრი, რომელსაც მარნეულის მერმა თემურ აბაზოვმა გინების გამო მოშარდვა და სახის მობანვა აიძულა, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

როგორც ის ამბობს, სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება სურდა და მეზობლებმა გადაარჩინეს.

“მეორე დღეს გავიგე, რომ ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ ვისვამ სახეზე შარდს, ინტერნეტში გავრცელდა. თავის მოკვლა მინდოდა, მაგრამ მეზობლებმა ამის საშუალება არ მომცეს.

მინდა, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს” – ამბობს “იმედის კვირასთან” ელჩინ ალახვერდიევი.

როგორც ის ამბობს, 10 ივნისს, თბილისში, აქციაზე იმყოფებოდა. სწორედ აქციიდან ჩართვის დროს, პირად ფეისბუქის გვერდზე ლაივში გაკეთებული განცხადების გამო, მიაყენეს შეურაცხყოფა მარნეულის მერმა და სხვა პირებმა.

როგორც ალახვერდიევი ამბობს, ის აბაზოვთან რესტორანში მიიყვანეს. მისივე თქმით, სწორედ რესტორნის ტერიტორიაზეა გადაღებული დამამცირებელი ვიდეო.

“მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმცა მან შემაფურთხა და დაიწყო გინება. თემურ აბაზოვმა, ილხამ გულიევს უთხრა, მანქანიდან ბოთლი და პრეზერვატივი მოეტანა და რაღაცეების გაკეთებას აპირებდნენ”, – იხსენებს ალახვერდიევი.

მარნეულის მერი თემურ აბაზოვი 13 ივნისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 5-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს, სოციალურ ქსელში 13 ივნისს გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები