LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ყვება პირი, რომელიც 19 წლის გოგონას მკვლელობაშია ბრალდებული

81

19 წლის ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მანამდე კი რ.ა. სასამართლოს წინაშე სიტყვით წარსდგა და გაიხსენა რა ვითარებაში დააკავეს ის პოლიციელებმა. რობერტ ახალაიას განცხადებით, პოლიციას ის თავისი ნებით გაჰყვა.

“შემეძლო დანა გადამეგდო ზღვაში, თუმცა არ გადავაგდე და ჩავბარდი პოლიციელებს. თავიდან არ მინდოდა პოლიციაში მისვლა, მაგრამ მერე ფოთში რომ ჩავედი და ღამე გავათენე, ჩემთან მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, რომ დაბარებული ვიყავი განყოფილებაში და მეც წავედი მათთან ერთად“, – განაცხადა ბრალდებულმა. 

19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა. გოგონა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 16 ივლისს მოკლეს. სამართალდამცველებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მისი ბიძაშვილი დააკავეს. საქმეში ძალადობის ნიშნები იკვეთება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები